Green Day კინოინდუსტრიაში ახალი კომედიური პროექტით პირველ ნაბიჯებს დგამს

ფილმი, სახელწოდებით New Years Rev, რომელიც Green Day-ის პირველი ტურნეთია (Tour Van) შთაგონებული, ამჟამად გადაღებების პროცესშია.
Green Day კალიფორნიის ხანძრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე. კალიფორნია. 2025 წლის 30 იანვარი
Green Day კალიფორნიის ხანძრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე. კალიფორნია. 2025 წლის 30 იანვარი ფოტო: კევინ მაზური/Getty Images.

10 თებერვალს, Live Nation Productions-მა  ახალი კომედიური ფილმი დააანონსა, რომელიც რეჟისორ ლი კირკთან და Green Day-სთან თანამშრომლობით იქმნება. კომედიური ჟანრის ფილმი  New Years Rev ახალგაზრდობის შესახებ გვიყვება, სადაც მთავარ როლებს მეისონ თეიმსი, კაილ კოფმანი და რაიან ფუსტი ასრულებენ. მათი პერსონაჟები ლოს-ანჯელესში იმ წარმოდგენით მიდიან, რომ მათ  Green Day-ის კონცერტის გახსნის შესაძლებლობა მიეცემათ. ფილმი Green Day-ს  პირველ ტურნეზე გატარებული პერიოდით არის შთაგონებული, როდესაც ისინი ამერიკაში ფურგონით მოგზაურობდნენ და სხვადასხვა ქალაქებში მცირე სცენაზე კონცერტებს მართავდნენ. 

ფილმში ასევე მონაწილეობენ კომედიური სერიალის, The Office-ის მსახიობები ჯენა ფიშერი და ანჯელა კინსი,  მთავარ როლებში კი – იგნასიო დიას-სილვერიო და კინ რუფალო არიან.

პრესრელიზში Green Day-ის ვოკალისტმა, ბილი ჯო არმსტრონგმა განაცხადა: „ფურგონში გატარებული ტურის დღეები საუკეთესოა. მთელ ღამეს უძილოდ ატარებ გზაში, მერე კი, მცირე აუდიტორიისთვის, ათამდე ადამიანისთვის გამოდიხარ სცენაზე მეგობრის ახლობლის სარდაფში, შენთვის უცნობ ადგილას. მაგრამ ამას მეორე და მომდევნო  დღესაც გაიმეორებ,  რადგან ეს შენი ბენდია – შენი ოჯახი. ეს დაუვიწყარი შეგრძნებაა. დაე, მუსიკა და აურზაური დაიწყოს!“

Live Nation Productions-ის ტელევიზიისა და ფილმების მიმართულების ხელმძღვანელმა, რაიან კროფტმა დაამატა: „Green Day-ის წარმოუდგენელი შემადგენლობით, New Years Rev ახალგაზრდა არტისტების ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც ოცნებას მისდევენ. ეს არის გრძელი, უძილო ღამეები, უსასრულო კილომეტრები და სცენაზე დამუხტული ენერგია, რომელიც მათ მოგზაურობას განსაზღვრავს. საოცარი მსახიობების შესრულებით, ეს ფილმი ცოცხალი მუსიკის ჯადოსნურ სამყაროს ასახავს.“

Live Nation-ს ჯერ არ გამოუცხადებია New Years Rev-ის გამოსვლის სავარაუდო თარიღი, თუმცა, ფილმის გადაღებები ამჟამად ოკლაჰომაში მიმდინარეობს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ტრანსკავკასია” – თემურიკო დიასამიძისა და ბექა გოჩიაშვილის ახალი კომპოზიცია

შემდეგი სტატია

ფარელ უილიამსის ბიოგრაფიული მიუზიკლი სახელწოდებით Golden პოსტ-პროდუქციის ეტაპზე გაუქმდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი