INXS ალბომის – Listen Like Thieves-ის გამოცემიდან 40 წლის იუბილეს აღნიშნავს

კარიერული თვალსაზრისით, სწორედ INXS-ის მეხუთე ალბომმა, Listen Like Thieves-მა მოახდინა ბენდში დიდი გარდატეხა
მაიკლ ჰატჩენსი, ენდრიუ ფარისი, ტიმ ფარისი, გარი გარი ბერსი, კირკ პენგილი და ჯონ ფარისი - ბენდი INXS. 1988 წელი ლინ გოლდსმიტი/Corbis/VCG/Getty Images
მაიკლ ჰატჩენსი, ენდრიუ ფარისი, ტიმ ფარისი, გარი გარი ბერსი, კირკ პენგილი და ჯონ ფარისი – ბენდი INXS. 1988 წელი ლინ გოლდსმიტი/Corbis/VCG/Getty Images

ცნობილი ავსტრალიური როკ ბენდი INXS  საერთაშორისო წარმატების მომტანი ალბომის, Listen Like Thieves-ის 40 წლის იუბილეს აღნიშნავს.

1985 წლის ოქტომბერში გამოსული ალბომი Listen Like Thieves  ბენდის მეხუთე და ამავდროულად პირველი ალბომი იყო, რომელმაც გლობალური გავლენა მოახდინა მუსიკალურ ინდუსტრიაში. ბენდისთვის ეს რიგით მეორე ალბომი იყო, რომელმაც ავსტრალიაში ჩარტების სათავე დაიპყრო. ის ასევე ლიდერ პოზიციას იკავებდა  დიდი ბრიტანეთისა და შვეიცარიის ჩარტებში.  ამერიკაში კი მან Billboard 200-ის მე-11 პოზიციამდე მიაღწია, რაც იმ დროისთვის, ბენდისთვის საუკეთესო შედეგი იყო.

ალბომში შესულია  წარმატებული სინგლებიც, Listen Like Thieves, Kiss the Dirt (Falling Down the Mountain), This Time და What You Need. – ეს უკანასკნელი კი ალბომის ყველაზე დიდ ჰიტად იქცა, რომელმაც ავსტრალიაში მეორე, ხოლო Billboard Hot 100-ზე მეხუთე ადგილს მიაღწია.

INXS  ალბომის გამოსვლის დროის უკვე წარმატებული ბენდი იყო ავსტრალიაში, რაც მათი უნიკალური ჟღერადობისა და შეუჩერებელი ტურნეების შედეგი გახლდათ.  მათი მეხუთე ალბომი Listen Like Thieves სწორედ ამ ენერგიის გადმოტანას ცდილობდა ჩანაწერებში.

„ჩვენ ეს ალბომი ისე ჩავწერეთ, როგორც ცოცხალი შოუ – რაც არის, ის არის… ამ ჩანაწერის წარდგენით, გვინდა ექვსი ადამიანის იდეის გადმოცემა, რომლებიც ერთად უკრავენ და ტრადიციულ ჟღერადობას იყენებენ. “ – განუცხადა ფრონტმენმა მაიკლ ჰათჩენსმა Rolling Stone-ს 1985 წელს. 

INXS-ის წევრებმა  ალბომის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახალი, დელუქს ვერსიის გამოცემა დააანონსეს.

საკოლექციო ალბომის 3CD/LP  ახალ რემიქსებს მოიცავს. ალბომში ასევე შევა აქამდე  გამოუცემელი დემო ჩანაწერები და BBC-ს  1986 წლის კონცერტის ჩანაწერი, რომელიც  ლონდონში, Royal Albert Hall-ში ჩაიწერა.  დელუქს ვერსიაში ბენდის ახალი ინტერვიუებიც იქნება, რომლებიც პოლ სექსტონმა ჩაწერა.

კლავიშისტი და გიტარისტი ენდრიუ ფარისი კრის თომასის შესახებ საუბრობს:

„კრის თომასი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და საინტერესო პროდიუსერი იყო, ვისთანაც ოდესმე გვიმუშავია. თავიდანვე ნათელი გახდა, რომ ის ჩვენს მუსიკაში ახალ დინამიკას შემოიტანდა. მისი ენთუზიაზმითა და მონდომებით, მაიკლთან ერთად შევქმენით ჰიტი What You Need.”

1986 წლის BBC-ს ცოცხალი ჩანაწერში განსაკუთრებით აღსანიშნავია Royal Albert Hall-ის კონცერტი, სადაც INXS-ის მსმენელთა შორის იყვნენ მიკ ჯაგერი, The Cult და The Psychedelic Furs. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მათი პირველი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, ბენდისთვის  საღამო მნიშვნელოვანი და გარდამტეხი აღმოჩნდა,  რადგან ბრიტანეთში მათი პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

ზუსტად ხუთი წლის შემდეგ, INXS ლონდონის Wembley Stadium-ის სცენაზე 72 000-კაციან კონცერტზე ანშლაგით წარსდგა. 

INXS-ს ყველაზე დიდი კომერციული წარმატება 1987 წელს ხვდა წილად, როდესაც ალბომმა Kick ისინი მეგა-ვარსკვლავებად აქცია. ავსტრალიაში, კანადასა და ახალ ზელანდიაში ალბომმა ჩარტებში პირველი პოზიცია დაიმკვიდრა,  ხოლო Billboard 200-ზე მესამე ადგილი დაიკავა.

ბენდი  1997 წელს, მაიკლ ჰათჩენსის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ დაიშალა. ვოკალისტის ჩანაცვლების რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, 2012 წელს,  ბენდი საბოლოოდ დაიშალა. თუმცა, INXS დღემდე მაინც ყველაზე გაყიდვადი ავსტრალიური ჯგუფია. 2024 წლის Australian Recording Industry Association-ის წლიურ ჩარტებში  მათი 2011 წლის გამოცემა The Very Best 81-ე ადგილს იკავებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფილ კოლინზი 1985 წლის 1 ივლისი, ნიუ-იორკი. ფოტო: ლარი ბუსაკა/Getty Images

როგორ იქცა 80-იანი წლების გამორჩეული არტისტი ფილ კოლინზი ყველა დროის დაუფასებელ პოპ-ვარსკვლავად

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილი „სტეინვეის” არტისტი გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი