გიორგი გიგაშვილი „სტეინვეის” არტისტი გახდა

„ეს ნანატრი დღეც დადგა!” – წერს პიანისტი სოციალურ ქსელში.
გიორგი გიგაშვილი
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

გიორგი გიგაშვილი „სტეინვეის” არტისტი გახდა. ინფორმაციას  ქართველი პიანისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ეს ნანატრი დღეც დადგა! ოფიციალურად ვარ Steinway Artist,” – წერს გიგაშვილი.

როგორც პროგრამის აღწერაში ვკითხულობთ, „სტეინვეის არტისტი” საპატიო წოდებაა, რომელიც მხოლოდ თავისი დროის საუკეთესო პიანისტებს ენიჭება. მათგან ყველა ირჩევს, უსასყიდლოდ და ექსკლუზიურად დაუკრას „სტეინვეიზე” და ჰქონდეს „სტეინვეის” საკუთარი ინსტრუმენტი. Steinway & Sons ყველა ჟანრისა და თაობის პიანისტებს აღიარებს. ამ დრომდე ეს წოდება 2000-ზე მეტ წამყვან პიანისტს აქვს მინიჭებული. მათ შორის არიან მართა არგერიხი, ბილი ჯოელი, დაიანა კროლი და ფრანც ლისტიც კი. 

„ჩემთვის „სტეინვეი” მხოლოდ ინსტრუმენტი არ არის. ის არის ჩემი პარტნიორი და საშუალება, რომელსაც ჩემი ხელოვნება იმ სამყაროში აჰყავს, რომელიც სხვა ყველაფრისგან ხელშეუხებელია. მე არა მხოლოდ ვუკრავ, არამედ ვქმნი” – ვკითხულობთ გიორგი გიგაშვილის ციტატას Steinway & Sons-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაიკლ ჰატჩენსი, ენდრიუ ფარისი, ტიმ ფარისი, გარი გარი ბერსი, კირკ პენგილი და ჯონ ფარისი - ბენდი INXS. 1988 წელი ლინ გოლდსმიტი/Corbis/VCG/Getty Images

INXS ალბომის – Listen Like Thieves-ის გამოცემიდან 40 წლის იუბილეს აღნიშნავს

შემდეგი სტატია

Billboard France – Billboard-მა ახალი გამოცემა წარადგინა

Billboard France – Billboard-მა ახალი გამოცემა წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი