მადონას თქმით, ფანებისათვის მისი „ვალენტინობის დღის საჩუქარი“ ახალი მუსიკალური ნამუშევარია, რომელიც მალე გამოვა

მადონამ კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ახალი პროექტის სახელწოდებაა Confessions Part 2 – ეს არის გაგრძელება მისი 2005 წლის ალბომისა Confessions on a Dance Floor.
მადონა
Ricardo Gomes

მადონა ფანებს ვალენტინობის დღეს საჩუქრად ახალ მუსიკალურ ნამუშევრებს დაჰპირდა.  ერთი დღით ადრე, 13 თებერვალს, პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა. ფოტოებზე ასახულია მისი სტუდიაში მუშაობის მომენტები. ზოგ კადრში მადონა მიკროფონთან დგას და მღერის, ზოგიერთ ფოტოში – დასარტყამ ინსტრუმენტებთან ზის. კადრებში ასევე ჩანს პროდიუსერი სტიუარტ პრაისიც, ასევე, მომღერლის შვილები, რომლებიც მადონას სტუდიაში ესტუმრნენ.  

„ჩემი ვალენტინობის დღის საჩუქარი ფანებისთვის არის ის, რომ შეგატყობინოთ – ახალ მუსიკაში გულსა და სულს ვდებთ. ერთი სული მაქვს, გაგიზიაროთ,” – წერს მადონა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტის აღწერაში. 

მადონამ კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ახალი პროექტის სახელწოდებაა Confessions Part 2 – ეს არის გაგრძელება მისი 2005 წლის ალბომისა Confessions on a Dance Floor, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტის ლიდერი პოზიცია დაიკავა. ამ პოსტამდე დაახლოებით ორი თვით ადრე, მომღერალმა გაამხილა, რომ პროდიუსერ პრაისთან ერთად კვლავ სტუდიაში დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ პრაისი Confessions-ის პირველ ნაწილზე მუშაობდა. დეკემბერში მადონამ სოციალურ ქსელ X-ზე პრაისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით – „Confessions on a Dance Floor Part 2?“ 

2025 წლის იანვარში, ნიუ-იორკში, Comedy Cellar-ის სცენაზე, მადონა მოულოდნელად გამოჩნდა ემი შუმერთან ერთად და აუდიტორიას საკუთარი კომედიური ნომერი წარუდგინა. გარდა ამისა, ვარსკვლავი ამჟამად ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობს, რომელიც მის ცხოვრებასა და კარიერას შეეხება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯიმი კიმელი კანიე უესტს „ადოლფ ტვიტლერს” უწოდებს

შემდეგი სტატია

ფილ კოლინზი 1985 წლის 1 ივლისი, ნიუ-იორკი. ფოტო: ლარი ბუსაკა/Getty Images

როგორ იქცა 80-იანი წლების გამორჩეული არტისტი ფილ კოლინზი ყველა დროის დაუფასებელ პოპ-ვარსკვლავად

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი