1972 წლის საკონცერტო ფილმი Pink Floyd at Pompeii – MCMLXXII განახლებულ 4K ფორმატში IMAX-ის ეკრანებზე გამოვა

ეს რეჟისორ ედრიან მაბენის ფილმის საბოლოო ვერსია იქნება.
Pink Floyd at Pompeii - MCMLXXII Unveiled Courtesy of Sony Music
Pink Floyd at Pompeii – MCMLXXII Unveiled
Courtesy of Sony Music

Pink Floyd-ის ლეგენდარული, 1972 წლის საკონცერტო ფილმი Pink Floyd at Pompeii – MCMLXXII მსოფლიო კინოთეატრებში 24 აპრილიდან ბრუნდება. რეჟისორ ედრიან მაბენის ფილმი IMAX-ის ეკრანებზეც გამოჩნდება, სადაც მაყურებელი მას განახლებულ, 4K ფორმატში იხილავს. ფილმის ახალი ვერსიის  ხმაზე სტივენ უილსონმა იმუშავა. როგორც პრეს-რელიზშია აღნიშნული, ეს ფილმის „საბოლოო ვერსია“ იქნება. 

„1994 წლიდან ვცდილობდი Pink Floyd At Pompeii-ის დაკარგული მასალის პოვნას, ამიტომ 1972 წლის 35მმ ნეგატივის აღმოჩენა განსაკუთრებული მოვლენა იყო,“ – განაცხადა Pink Floyd-ის მასალების რესტავრაციის დირექტორმა, ლანა ტოფამმა. „ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფილმის ვერსია აერთიანებს სრულ 90-წუთს, რომელიც შედგება კონცერტის 60-წუთიანი ორიგინალური მონტაჟისა და Abbey Road Studios-ში გადაღებული დამატებითი დოკუმენტური კადრებისგან.“

ფილმის პრემიერასთან ერთად გამოიცემა Legacy Recordings-ის მიერ გამოცემული საკონცერტო ალბომი, რომელიც 2 მაისიდან ხელმისაწვდომი იქნება CD-ზე, ციფრულ აუდიო ფორმატში, Dolby Atmos-ში და ვინილზეც. ალბომში შესულია ისეთი კომპოზიციები, როგორებიცაა: Something Else, Syncopated Pandemonium, Storm Signals, Echoes – Part II და Careful With That Axe, Eugene.

ფილმის გადაღებები 1971 წლის ოქტომბერში, იტალიაში, პომპეის უძველესი რომაული ამფითეატრის ნანგრევებში შედგა. კონცერტი უნიკალური იყო იმით, რომ მას არ ჰყავდა მაყურებელი. ეს იყო პირველი ცოცხალი შესრულება ერთ-ერთ ყველაზე ძველ ამფითეატრში, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 70 წელს აშენდა.

პროექტის შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, „პომპეის

ულამაზეს, მისტიკურ ნანგრევებში გადაღებული ფილმი გადმოსცემს Pink Floyd-ის საკონცერტო შესრულებას მაყურებლის გარეშე… ამფითეატრის საოცარი სილამაზე, როგორც დღისით, ასევე ღამით, დამატებით ენერგიას მატებს ამ უნიკალურ პერფორმანსს. გარდა ამისა, ფილმში შევიდა იშვიათი კადრები Abbey Road Studios-ში გადაღებული The Dark Side of the Moonა-ის შექმნის პროცესიდან.“

ჯგუფის ყოფილი დრამერი, ნიკ მეისონი აღნიშნავს, რომ Live At Pompeii არის „იშვიათი და უნიკალური დოკუმენტური მასალა იმ პერიოდის Pink Floyd-ის შესახებ, სანამ Dark Side of the Moon გამოვიდოდა.“ ფილმზე მუშაობისას, ორიგინალი ვერსიის თითოეული კადრი აღადგინეს. 35მმ ნეგატივი, რომელიც ჯგუფის არქივში, კონტეინერში აღმოაჩინეს, თანამედროვე ტექნოლოგიებით 4K ფორმატში დაასკანერეს, რათა მაქსიმალური სიზუსტე და დეტალიზაცია შეენარჩუნებინათ.

ფილმის განახლებულ აუდიომიქსზე საუბრისას სტივენ უილსონმა განაცხადა: „ბავშვობაში მამაჩემმა The Dark Side of the Moon იმდენჯერ მომასმენინა, რომ Pink Floyd ჩემთვის ყოველთვის ნომერ პირველ ბენდად დარჩა. ისინი ჩემი Beatles არიან – მათი მუსიკა ჩემს დნმ-შია. Pompeii პირველად დაბალი ხარისხის ასლით ვნახე კინოთეატრში, მაგრამ მაინც გამორჩეული შთაბეჭდილება დატოვა – ინტელექტუალური, ავანგარდული როკი, რომელიც იდეალურად წარმოაჩენდა ეპოქას. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ საკულტო ფილმის საუნდტრეკის რემასტერინგზე მუშაობა,” – თქვა უილსონმა და აღნიშნა, რომ ფილმი ისე გამოიყურება, თითქოს გუშინ იყოს გადაღებული.

ბილეთების გაყიდვა 5 მარტს, დილის 9 საათიდან დაიწყება.   

იხილეთ Echoes – Part 1-ის შესრულების ფრაგმენტი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tyler, The Creator მაღაზიის მფლობელს უსაფრთხოების კამერის ჩანაწერის უნებართვოდ გამოყენებისთვის უპირისპირდება 

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნი ახალ წიგნზე საუბრობს, სახელწოდებით Wings: The Story of a Band on the Run

შეიძლება დაგაინტერესოთ

თიკა ფაცაციამ ოცწლიანი პაუზის შემდეგ ახალი ვიდეოკლიპი  წარადგინა

თიკა ფაცაციამ ახალი კლიპი, სახელწოდებით „ბედნიერების მჯერა“ გამოუშვა. სიმღერის და ვიდეოს პრემიერა 7 ივლისს  „კავეა სითი მოლში“ შედგა. …
მეტი
MIKI

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები –   MIKI საფრანგეთი

მიკი 26 წლის ამომავალი ფრანგ-კორეელი სენსაციაა, რომელიც ფრანგულ მუსიკალურ სცენაზე დიდ ვნებათაღელვას ქმნის. ელექტრონული მუსიკის ემოციურ ტექსტებთან შერწყმით,…
მეტი

ნატალია ნაყოფიამ ახალი კლიპი გამოუშვა

„ვიდეოში სამი სხვადასხვა პერსონაჟი – სამი სხვადასხვა ნატალია არის ნაჩვენები. სიმღერაც და ვიდეოც, ზოგადად, რაღაცის თავიდან დაწყებაზეა, თუმცა სჯობს, რომ კონკრეტული ინტერპრეტაცია თავად მსმენელმა გააკეთოს” – ნატალია ნაყოფია.
მეტი
Sandro Bibich-„რომ არ ვიცი, რა დავწერო" - ილუსტრაციის ავტორი: ელენე ალავიძე

Sandro Bibich-ის ახალი მუსიკალური კომპოზიცია სახელწოდებით – „რომ არ ვიცი, რა დავწერო”

გალაკტიონის ლექსსა და მელოდიას შორის ზუსტი თანხვედრა, მუსიკოსის თქმით, ერთგვარი ნიშანი იყო, რომელსაც განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს.
მეტი