Tyler, The Creator მაღაზიის მფლობელს უსაფრთხოების კამერის ჩანაწერის უნებართვოდ გამოყენებისთვის უპირისპირდება 

რეპერს არაერთხელ უსაუბრია ფანების მიერ პირადი საზღვრების ხელყოფის შესახებ.
Tyler, the Creator
Stephane Feugere for WWD

Tyler, The Creator-ს წელს უკვე საკმაო რაოდენობის კონფლიქტი ჰქონდა. ცოტა ხნის წინ რეპერმა სოციალური ქსელით ფანებს „უცნაური” კითხვების დასმისთვის უსაყვედურა, როცა კი მას შემთხვევით სადმე შენიშნავენ. ახლა კი მუსიკოსმა მიზანში უცნობი მაღაზიის მფლობელი ამოიღო, რომელმაც უსაფრთხოების კამერის მიერ გადაღებული მასალა მისი ნებართვის გარეშე გამოაქვეყნა. ტაილერმა მას ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი მიუძღვნა.

„მაღაზიაში შევედი მეგობართან ერთად, მათ კი რომელიღაც დამალული კამერის მასალა გამოაქვეყნეს რაღაც უცნაური მიზეზით. ლაიქები, პოპულარობა, მტკიცებულება, რომ ჩვენ იქ ვიყავით? მიზეზი არ მაინტერესებს, მაგრამ ის ვიცი, რომ მათ აქამდე არასდროს მიუღიათ სახეში სილა, რადგან ადამიანი, რომელმაც იცის საზღვრები, ამას არასდროს გააკეთებს. ხალხმა არც იცის, რომ უთვალთვალებთ, თქვენ კი ამას უქვეყნებთ? მძულხართ.”

ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარში Noid ტაილერი სწორედ ამ თემას ეხება – ცნობადობას ციფრულ ერაში. „კამერები არა, გთხოვთ, სიმშვიდეში ჭამა მინდა, არ მსურს თქვენთან ფოტოების გადაღება,” – რეპავს მუსიკოსი სიმღერის პირველ ნაწილში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

წერილი

ქართულ ანდერგრაუნდ ბენდს „წერილი“ დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა და წელს ახალი ალბომის გამოცემას გეგმავს 

შემდეგი სტატია

Pink Floyd at Pompeii - MCMLXXII Unveiled Courtesy of Sony Music

1972 წლის საკონცერტო ფილმი Pink Floyd at Pompeii – MCMLXXII განახლებულ 4K ფორმატში IMAX-ის ეკრანებზე გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი