მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
კომპოზიტორები ჟაკ და კამილ ოდიარები და რეჟისორი კლემან დუკოლი 2025 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე
PATRICK T. FALLON/AFP via Getty Images

2025 წლის ოსკარის ცერემონიის ერთ-ერთი სიურპრიზი სცენაზე მიკ ჯაგერის გამოჩენა იყო. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ჯილდოს გადასაცემად დამპატიჟეს,” – თქვა მუსიკოსმა სცენიდან. „მაგრამ, მიუხედავად ჩემი სურვილისა, მე არ ვყოფილვარ პირველი არჩევანი. პროდიუსერებს ბობ დილანის მოწვევა სურდათ, თუმცა დილანი ამას არ გააკეთებდა, რადგან, მისი თქმით, ფილმისთვის  შექმნილი საუკეთესო სიმღერა წელს A Complete Unknown-ში იყო,” – იხუმრა ჯაგერმა და თან დილანის იმიტაციაც გააკეთა. „ბობმა თქვა, ვინმე უფრო ახალგაზრდა უნდა ნახოთო,” – გაიცინა ჯაგერმა. „მე უფრო ახალგაზრდა ვარ, ვიდრე ბობ დილანი!” ცნობისთვის, დილანი 83 წლისაა, ჯაგერი კი – 81-ის.

მას შემდეგ, რაც ჯაგერმა გამოაცხადა, რომ ოსკარის მფლობელი სიმღერა Emilia Pérez-ის El Mal გახდა, სცენაზე ფილმის რეჟისორი კლემან დუკოლი და კომპოზიტორები კამილ და ჟაკ ოდიარები ავიდნენ. ჯაგერის პატივსაცემად კამილმა The Rolling Stones-ის Sympathy for the Devil-იდან მცირე ფრაზაც წაიმღერა.

სამადლობელი სიტყვა სიმღერის ავტორებმა წარმოთქვეს. „ჩვენ El Mal კორუფციის დასაგმობად შევქმენით, “ – თქვა კამილმა.

საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში ასევე წარდგენილი იყვნენ: The Journey ფილმიდან The Six Triple Eight; Like a Bird ფილმიდან Sing Sing; Mi Camino ფილმიდან Emilia Pérez; და Never Too Late ფილმიდან Elton John: Never Too Late.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

LISA-მ, Doja Cat-მა და RAYE-მ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ჯეიმს ბონდის ფილმების საუნდტრეკები შეასრულეს

შემდეგი სტატია

2025 წლის ოსკარის დაჯილდოების გამარჯვებულები – სრული სია

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი