LISA-მ, Doja Cat-მა და RAYE-მ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ჯეიმს ბონდის ფილმების საუნდტრეკები შეასრულეს

არტისტებმა ცალ-ცალკე შეასრულეს ისეთი სიმღერები, როგორებიც არის: Live and Let Die, Diamonds Are Forever და Skyfall.
Doja Cat, RAYE და LISA ოსკარის დაჯილდოების 97-ე ცერემონიაზე
Getty Images

LISA-მ, Doja Cat-მა და RAYE-მ ცოტა ხნის წინ ერთობლივად გამოუშვეს ახალი პოპ-სინგლი – Born Again, თუმცა ოსკარის 97-ე ცერემონიაზე მათ ეს სიმღერა არ შეუსრულებიათ. ამის ნაცვლად, არტისტებმა ჰოლივუდის Dolby Theatre-ის სცენაზე წარდგნენ ჯეიმს ბონდის ფრენჩაიზისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნომრებით.

სცენაზე გამოსვლამდე ჰოლი ბერიმ ფილმისადმი მიძღვნილი სიტყვა წარმოთქვა და აუდიტორიამ იხილა მონტაჟი ჯეიმს ბონდის ფილმებიდან. ეს კოლაჟი საკულტო ფრენჩაიზის ათწლეულებს მოიცავდა. ამის შემდეგ, The Substance-ის ვარსკვლავი, მარგარეტ ქუოლი, კლასიკურ შავ-თეთრ სმოკინგში გამოწყობილ მოცეკვავეებთან ერთად სცენაზე გამოჩნდა და საცეკვაო ნომერი შეასრულა. სწორედ ამ მომენტში ავიდა სცენაზე LISA. ვარსკვლავმა რამდენიმე წამით იმღერა პოლ მაკარტნისა და Wings-ის  Live and Let Die, რომელიც ჯეიმს ბონდის 1973 წლის ამავე სახელწოდების ფილმში გაჟღერდა.  

LISA-ს შემდეგ სცენაზე ბრწყინვალე თვლებით გაფორმებულ კოსტიუმში გამოწყობილი Doja Cat გამოვიდა. მან შეასრულა შირლი ბესის საკულტო თემატური სიმღერა 1971 წლის ბონდიანადან, Diamonds Are Forever და შთამბეჭდავი ვოკალური ინტერპრეტაციით დრამატული ელფერი შესძინა ნომერს. ბონდის ფრენჩაიზისადმი მიძღვნილი ნაწილი დასრულდა RAYE-ს შესრულებით – მან სცენა მარტომ დაიკავა და ადელის Skyfall იმღერა. აღსანიშნავია, რომ ერთი თვით ადრე RAYE-მ გრემის სცენაზე უკვე გამოავლინა თავისი მრავალფეროვანი ვოკალური შესაძლებლობები, სადაც საუკეთესო ახალ არტისტად იყო ნომინირებული.  

მუსიკალური ნომრების შესრულების ბოლოს სამივე არტისტმა დამსწრე აუდიტორიის მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა. მუსიკოსები სცენის ცენტრში ერთმანეთს ჩაეხუტნენ. მათი ახალი ერთობლივი სინგლი – Born Again, შესულია LISA-ს ალბომში, სახელწოდებით Alter Ego. ამ დრომდე სიმღერამ Hot 100-ის ჩარტში 68-ე პოზიცია დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

არიანა გრანდემ და სინთია ერივომ ოსკარის ცერემონია Oz-ის ფილმების საუნდტრეკების შესრულებით გახსნეს

შემდეგი სტატია

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი