ახალი ცნობების მიხედვით, Charli XCX გრეტა გერვიგის ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მიიღებს მონაწილეობას

გერვიგის კინოვერსია მწერალ კლაივ ლუისის საბავშვო ფანტასტიკის სერიის მიხედვით არის შექმნილი, რომლის გამოსვლაც კინოეკრანებზე 2026 წელს იგეგმება.
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი.
რობინ ბეკი/AFP via Getty Images

Charli XCX-მა თავისი მეექვსე სტუდიური ალბომით Brat ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, ახლა კი, შესაძლოა, ის ფენტეზის სამყაროშიც ვიხილოთ.

გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, პოპვარსკვლავი გრეტა გერვიგის მომავალ ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მონაწილეობას განიხილავს. აღნიშნული ფილმი Netflix-ისთვის იქმნება.

Deadline-ის ინფორმაციით, ჩარლი XCX „ერთ-ერთი მთავარი როლის კანდიდატია“, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რომელი პერსონაჟის როლზე განიხილება. მიუხედავად ამისა, წყარო აღნიშნავს, რომ ეს, შესაძლოა, მან ჯადისი, იგივე თეთრი ჯადოქარი განასახიეროს.

რეჟისორმა გრეტა გერვიგმა 2023 წელს ფილმით Barbie ახალი გლობალური კულტურული მოძრაობა წამოიწყო, ახლა კი ცნობილი მწერლის, კლაივ ლუისის საკულტო წიგნის, „ნარნიის ქრონკების” კინოადაპტაციის გადაღებას აპირებს. პრემიერა 2026 წლის 26 ნოემბერს, მადლიერების დღეს არის დაგეგმილი.

პროექტი თავდაპირველად  IMAX-ის კინოთეატრებში გამოჩნდება, შობის დღიდან კი  ექსკლუზიურად Netflix-ზეც იქნება ხელმისაწვდომი.

თუ Charli XCX-ის ფილმში ნამდვილად გამოჩნდება, ეს მის სარეჟისორო და სამსახიობო ამბიციებს სრულად  დააკმაყოფილებს.  გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ფილმ  The Gallerist-ის სამსახიობო გუნდს შეუერთდა, რომლის რეჟისორიც კეთი იანია.  ფილმში მონაწილეობას ასევე იღებენ ნატალი პორტმანი და ჯენნა ორტეგა.

Charli XCX ასევე ფილმის The Moment პროდიუსერია, რომელიც ლეგენდარულმა indie studio A24-მა მოიწონა. ამავდროულად, The Moment არის პირველი პროექტი Charli XCX-ის ახალი ფროდაქშენ კომპანიისთვის  Studio365.

მაყურებელი Charli XCX-ს ასევე იხილავს Benito-ში, სერიალ Skinner-ის ახალ ეპიზოდებში, გრეგ არაკის მომავალ თრილერში I Want Your Sex, დენიელ გოლდჰაბერის Faces of Death რიმეიკში და ჯულია ჯაკმანის  გრაფიკული რომანის ადაპტაციაში 100 Nights of Hero.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესი და ბენი ბლანკო 82-ე ყოველწლიური ოქროს გლობუსების დაჯილდოებაზე, The Beverly Hilton-ში, 2025 წლის 5 იანვარი, კალიფორნია. მაიკლ ბაკნერი/GG2025

სელენა გომესი ბენი ბლანკოს მისთვის მაკიაჟის გაკეთების ნებას რთავს

შემდეგი სტატია

ახალ მუსიკალურ შოუში მეფე ჩარლზი იმ სიმღერებს დაასახელებს, რომლებმაც, მისი თქმით, სიხარული მოუტანეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი