2025 წლის iHeartRadio Music Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საპატიო ჯილდოების მფლობელი სამი გავლენიანი ქალი არტისტი გახდა: ლედი გაგა, მერაია ქერი და ტეილორ სვიფტი.
ბენსონ ბუნი 2025 წლის iHeartRadio Music Awards-ის ცერემონიაზე. 2025 წლის 17 მარტი.
Kevin Winter/Getty Images for iHeartRadio

17 მარტს 2025 წლის iHeartRadio Music Awards-ზე ბენსონ ბუნის ჰიტი Beautiful Things წლის სიმღერად დასახელდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ კატეგორიაში მამაკაცი არტისტი იმარჯვებს, მას შემდეგ, რაც The Weeknd-მა 2021 წელს Blinding Lights-ისთვის იგივე პრიზი მოიგო.  

ბუნის ამ გამარჯვებამ გარკვეულწილად დააბალანსა  2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე მისი შედარებით მოკრძალებული შედეგი. ის მხოლოდ ერთ კატეგორიაში, საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მიუხედავად ამისა, გრემის ცერემონიაზე არტისტის მუსიკალური ნომერი საღამოს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მომენტი გახდა.  

iHeartRadio Music Awards-ზე წლის ალბომად ბილი აილიშის Hit Me Hard and Soft დასახელდა. ეს ალბომი გრემის 2025 წლის დაჯილდოებაზეც იყო წარდგენილი იმავე კატეგორიაში, მაგრამ ჯილდო Beyoncé-ს Cowboy Carter-მა მოიპოვა. 

წლის წარმატებული ახალბედა არტისტის ჯილდო გრეისი აბრამსმა მოიპოვა. სამადლობელ სიტყვაში მან განსაკუთრებულად მოიხსენია ოთხი არტისტი, რომლებმაც მას საკუთარ ტურნეებზე სცენა გაუზიარეს. ესენი არიან: ტეილორ სვიფტი, ოლივია როდრიგო, ნოა კაანი და ჯგუფი The National. 

SZA-მ ზედიზედ მესამედ მოიგო წლის R&B არტისტის ჯილდო, რითაც ამ კატეგორიაში ახალი რეკორდი დაამყარა. მან H.E.R.-ს გადაასწრო, რომელსაც ეს ტიტული ორჯერ აქვს მოგებული.   

წლის ქანთრი არტისტად ჯელი როლი დასახელდა. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მან ახალი ქანთრი არტისტის ჯილდო მოიგო.  GloRilla წლის ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა, საბრინა კარპენტერმა კი წლის პოპ არტისტის ჯილდო პირველად მოიპოვა. წლის ალტერნატიული არტისტის ჯილდო ჯგუფ Green Day-ს გადასცეს. ბენდმა ამ ნომინაციაში  პირველად გაიმარჯვა. 

საპატიო ჯილდოების მფლობელები სამი გავლენიანი ქალი არტისტი გახდა: ლედი გაგა, მერაია ქერი და ტეილორ სვიფტი. სვიფტმა 2025 წლის iHeartRadio Music Awards-ზე საერთო ჯამში 9 ჯილდო მოიპოვა. 

iHeartRadio Music Awards-ის მე-12 დაჯილდოება არჩევს იმ არტისტებსა და სიმღერებს, რომლებიც 2024 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად გაჟღერდა iHeartRadio-ს სადგურებსა და აპლიკაციაში. ცერემონია 17 მარტს ლოს-ანჯელესში, Dolby Theatre-ში გაიმართა.  ღონისძიება პირდაპირ ეთერში FOX-ის საშუალებით გადაიცემოდა. ცერემონია ასევე გადაიცემოდა iHeartRadio-ს სადგურების ეთერით და  iHeartRadio-ს აპლიკაციით.  

გამარჯვებულები გამოვლინდნენ მსმენელების ხმის მიცემის შედეგადაც. წელს ფანების გადაწყვეტილებამ განსაზღვრა შემდეგი კატეგორიების გამარჯვებულები: საუკეთესო

საუნდტრეკი, საყვარელი ბროდვეის დებიუტი, საყვარელი K-pop საცეკვაო გამოწვევა, საყვარელი სიურპრიზი სტუმარი, საყვარელი ტურნეს ტრადიცია. ასევე, გულშემატკივრებმა აირჩიეს გამარჯვებულები ხუთი კატეგორიიდან: საუკეთესო ტექსტი, საუკეთესო მუსიკალური ვიდეო, რჩეული ტურნეს სტილი, რჩეული ტურნეს ფოტოგრაფი, ფავორიტი ეკრანული შესრულება 

იხილეთ 2025 iHeartRadio Music Awards-ის ნომინაციებისა და გამარჯვებულების სრული სია

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსი 2025 წლის 2 მარტი, ბევერლი ჰილზი, კალიფორნია. ფოტო: ჩად სალვადორი

მაილი საირუსი ახალ მუსიკალურ ეპოქას აანონსებს

შემდეგი სტატია

დუა ლიპა - 2025 წლის 6 ნოემბერი. ფოტო: ელიზაბეტ მირანდა

დუა ლიპამ მელბურნის კონცერტზე AC/DC-ის სიმღერის Highway to Hell-ის ქავერ ვერსია შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი