გრეისი აბრამსი, aespa, ერიკა ბადუ, ტაილა და სხვა ვარსკვლავები 2025 წლის Billboard Women in Music-ზე წარდგებიან

დაჯილდოების ცერემონია 29 მარტს გაიმართება.
Billboard Women in Music 2025
Billboard

„ბილბორდის” ყოველწლიური სავიზიტო ღონისძიება Women in Music ვერ იქნება სრულყოფილი, ძლევამოსილი ქალების მუსიკალური გამოსვლების გარეშე და ვერც დაჯილდოება იქნება ასეთივე მნიშვნელოვანი, წარმატებული ქალი წარმდგენების გარეშე. გთავაზობთ სწორედ იმ არტისტების სახელებს, რომლებიც წლევანდელ ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას.

შოუს გამომსვლელთა შორის არიან: ანხელა აგილარი, aespa, ერიკა ბადუ, გრეისი აბრამსი, მეგან მორონი, მუნი ლონგი და ტაილა. როგორც მანამდე გახდა ცნობილი, თითოეული ეს არტისტი ბილბორდის Women in Music-ის ტიტულით დაჯილდოვდება: აგილარი Breakthrough Award-ს მიიღებს, aespa წლის ჯგუფის, ხოლო ერიკა ბადუ წლის საკულტო პერსონის ტიტულს დაიმსახურებს. გრეისი აბრამსი წლის კომპოზიტორი, ქანთრის კრუნერი მეგან მორონი კი Rulebreaker Award-ის მფლობელი გახდება. ამომავალი ვარსკვლავის ტიტულს ამჯერად მუნი ლონგი მიიღებს. Blackpink-ის ჯენის Global Force Award გადაეცემა. მეგან ტეინორი Hitmaker Award-ით, GloRilla კი  Powerhouse Award-ით დაჯილდოვდება. 

აღნიშნულ არტისტებს სცენაზე შეუერთდებიან: ტანერ ადელი, ჯულია მაიკლსი, მაიკი გაიტონი, კალი უჩისი, მედისონ ბიერი, სამერ უოლკერი და ზარა ლარსონი, რომლებიც ცერემონიის წარმდგენები იქნებიან. 

წლევანდელი შოუს წამყვანი ლავერნ კოქსი იქნება. 2025 წლის Women in Music-ის ცერემონია 29 მარტს კალიფორნიაში, „იუთუბის თეატრში” გაიმართება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტის თქმით, Playboi Carti-მ მისი ვერსია ახალი ალბომიდან ამოიღო

შემდეგი სტატია

Playboi Carti კანიე უესტს გაჩუმებისაკენ მოუწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარი გახდა პირველი მუსიკოსი, რომელმაც Gatorade-ის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა

სპორტული სასმელების გიგანტმა ბრენდმა არტისტი ახალი სარეკლამო კამპანიის ვიდეორგოლისთვის შეარჩია.
მეტი

Doechii-ს მუსიკალური ვიდეო – Anxiety

ვიდეო, რომელიც პარასკევს, 18 აპრილს გამოვიდა, სრულიად ჩვეულებრივად იწყება: Doechii თავის ოთახში მუსიკაზე მუშაობს, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი იცვლება:…
მეტი
Snoop Dogg პარიზში, 2024 წლის 25 ივლისი, ფოტო: მარკ პიესაკი/WireImage

 Snoop Dogg-ის თქმით, მხოლოდ იმ ბრენდებთან თანამშრომლობს, რომლებიც მის თემს ეხმარებიან

Snoop Dogg-მა ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალ Time-თან, რომლის მიხედვით, ის 2025 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის მოხვდა.
მეტი

ლანა დელ რეის ახალი სინგლი – Bluebird

მიუხედავად იმისა, რომ მისი თანმდევი ალბომი ჯერ კიდევ იდუმალებითაა მოცული, Bluebird ამტკიცებს, რომ დელ რეიმ ზუსტად იცის, თუ რას აკეთებს კარიერის ახალ ეტაპზე.
მეტი

SZA-მ მაკიაჟის საკუთარი ხაზი წარადგინა

მომღერალმა SZA-მ მაკიაჟის ხაზი, სახელწოდებით Not Beauty გამოუშვა. პროდუქტები ექსკლუზიურად შეერთებული  შტატების მასშტაბით, მხოლოდ ე.წ. pop-up მაღაზიებში იქნება…
მეტი