Tbilisi Open Air 2025  – სპეციალური გამოშვებით ბრუნდება

ყველასთვის საყვარელი მუსიკალური ფესტივალი წელს, 24-25 მაისს, განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
Tbilisi Open Air 2025
Tbilisi Open Air 2025

20 მარტს Tbilisi Open Air-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმად, წლევანდელი ფესტივალი განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება.  მუსიკალური  ფორმატის გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული თეატრი, ნაციონალური ბალეტი, ქართული მუსიკალური ლეიბლები, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი და თბილისის წიგნის ბაზრობა.

ეს იქნება სივრცე, სადაც ერთმანეთს თანამედროვე მუსიკა, სასცენო ხელოვნება, ლიტერატურა და ქართული ღვინის კულტურა შეხვდება, რაც სრულიად ახალი, ინოვაციური და შთამბეჭდავი ფესტივალის გამოცდილებას შექმნის.

ფესტივალი 24-25 მაისს კვლავ Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ Tbilisi Open Air ყოველთვის იყო თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სიმბოლო. წლევანდელ ღონისძიებას კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისია დაემატება –  გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი თანამედროვე ხელოვნების და კულტურის ფონდსა და საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულ კავშირში გადაირიცხება.

„ჩვენი ფესტივალი ყოველთვის იყო და არის ადგილი, სადაც ყველას ხმა ისმის და სადაც სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, წლევანდელი Tbilisi Open Air განსხვავებულ ფორმატში ჩავატაროთ. Tbilisi Open Air-ის ეს სპეციალური გამოშვება არ იქნება მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი.“ – აღნიშნულია  განცხადებაში.

Tbilisi Open Air 2025-ის მუსიკალური პროგრამა ცნობილია. სპეციალურად მოწვეულ სტუმართა შორის არიან: პაატა ბურჭულაძე,  ნანი ბრეგვაძე, მერაბ სეფაშვილი, გიული ჩოხელი და გიორგი უშიკიშვილი. 

ფესტივალის მუსიკალური პროგრამა, მონაწილეთა სია და დეტალური ინფორმაცია ბილეთების შესახებ Tkt.ge-ს ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

50 Cent კანიე უესტს პასუხობს

შემდეგი სტატია

„დისნეი” და „პიქსარი” Coco 2-ზე მუშაობენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი