ბიონსეს მამა შვილიშვილების მისამართით კანიე უესტის მიერ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ კომენტარებს ეხმაურება

„ადამიანებს თავიანთი სისულელე ძვირად უჯდებათ, განსაკუთრებით – მუსიკალურ ინდუსტრიაში.”
ბიონსე მამასთან, მეთიუ ნოულსთან ერთად
Dave Hogan/Getty Images

მეთიუ ნოულსი თავისი შვილიშვილების შესახებ კანიე უესტის მიერ გავრცელებულ შეურაცხმყოფელ კომენტარებს ეხმაურება. უკვე წაშლილ პოსტში რეპერი ეჭვქვეშ აყენებდა ბიონსესა და ჯეი ზის 7 წლის ტყუპების გონებრივ შესაძლებლობებს. ის ასევე ამტკიცებდა, რომ ბავშვები ხელოვნური განაყოფიერების გზით მოევლინნენ ქვეყანას.  

73 წლის ნოულსმა, რომელიც ადრეულ წლებში სუპერვარსკვლავი ქალიშვილის მენეჯერი იყო, უესტის კომენტარებს ახალ ინტერვიუში უპასუხა:

„ადამიანებს თავიანთი სისულელე ძვირად უჯდებათ, განსაკუთრებით – მუსიკალურ ინდუსტრიაში. იმედი მაქვს, კანიე მიიღებს იმ დახმარებას, რაც მას სჭირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით,” – აღნიშნა ნოულსმა TMZ-სთან საუბარში. შეგახსენებთ, რომ თებერვალში უესტმა გაამხილა, რომ მას აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.

მეთიუ ნოულსის ინტერვიუ მოჰყვა მისი ყოფილი მეუღლისა და ბიონსეს დედის, ტინა ნოულსის ინსტაგრამ ვიდეოს, რომელსაც ბევრი ასევე კანიეს კომენტარების პასუხად მიიჩნევს. ვიდეოში ის ამბობს: „რა ხდება, როცა თოვლის კაცი ტანტრუმს იმართებს? ის დნება.”

მოგვიანებით ტინამ ვიდეოს აღწერაც დაამატა: „რთულია, შეინარჩუნო პოზიტივი და დახვეწილობა იგნორისა და ბოროტების პირისპირ. მაგრამ ვიცი, რომ ვერანაირი იარაღი, რომელიც ჩემი ან ჩემი ოჯახის წინააღმდეგაა მიმართული, წარმატებას ვერ მიაღწევს. ეს ბრძოლა ჩემი არ არის, არამედ ღმერთისაა.”

კანიე უესტი ყურადღების ცენტრში მოექცა მისი ბოლოდროინდელი პოსტებით, მათ შორის ანტისემიტური კომენტარებითა და კონფლიქტში შესვლით ყოფილ საქმიან პარტნიორებთან, რომელთა რიგებშიც არიან: კენდრიკ ლამარი, დრეიკი, ტაი დოლა საინი, ტრევის სკოტი და სხვები.

19 მარტს უესტმა გამოსცა თავისივე შექმნილი მოკლე ფილმი ალბომ Bully-ს შესახებ, რომელშიც მისი ვაჟი სენტ უესტი მონაწილეობს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რამ აქცია 1995 წელი მადონას ვარსკვლავური კარიერის მომნუსხველი გარდაქმნის წლად

შემდეგი სტატია

სელენა გომესმა ახალი ალბომის კიდევ ერთი ვერსია წარადგინა და ბონუსად 8 წლის წინანდელი სიმღერა – Stained გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

ამ კვირას ჯგუფისა და ლოს-ანჯელესის კინოორკესტრის ერთობლივ კონცერტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიც გამოვა.
მეტი
მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

მოცეკვავე მაშო სიდამონიძე ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვების შემთხვევაში კი მას შანსი ეძლევა, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების…
მეტი

სელენა გომესმა ახალი ალბომის კიდევ ერთი ვერსია წარადგინა და ბონუსად 8 წლის წინანდელი სიმღერა – Stained გამოუშვა

„ფაქტობრივად, თითოეულ სიმღერაზე პატარა ისტორიას ვყვები, რათა ავხსნა, თუ რას ვგრძნობ და როგორ ვხედავ მათ,” – აღნიშნა მომღერალმა.
მეტი