რამ აქცია 1995 წელი მადონას ვარსკვლავური კარიერის მომნუსხველი გარდაქმნის წლად

ამ კვირის „უდიდესი პოპვარსკვლავების” პოდკასტის Vintage Pop Stardom ეპიზოდი მადონას Bedtime Stories-ის ეპოქას ეძღვნება და განიხილავს, თუ რატომ არის ის რეზონანსული დღესაც, 30 წლის შემდეგ.
მადონა
“Take A Bow”

1995 წლის დასაწყისში მადონა კვლავ იყო ა-კლასის ვარსკვლავი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, მაგრამ ის უკვე აღარ იდგა პოპმუსიკის აბსოლუტურ ცენტრში. საკამათო ალბომების, სინგლების, ვიდეოებისა და ფილმების ნახევარმა დეკადამ პოპის დედოფლის პოზიციასთან დაკავშირებით საზოგადოება ორად გაყო. ამას თან დაერთო ისიც, რომ საცეკვაო პოპი, რომლითაც მადონამ 80-იან წლებში მსოფლიო დაიპყრო, მოდიდან გადავიდა. სცენა კი ალტერნატიულმა როკმა, ჰიპ-ჰოპმა და R&B-მ დაიკავა. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, 1995 წელს მადონამ შეძლო და რადიოს დომინაცია დაიბრუნა. 

სწორედ მადონას საოცარი 1995 წლის განხილვას ეძღვნება „უდიდესი პოპვარსკვლავების” პოდკასტის ამ კვირის Vintage Pop Stardom ეპიზოდი, რომელშიც წამყვან ენდრიუ ანტერბერგერს „ბილბორდის” ჩარტების მენეჯერი კით კაილფილდი შეუერთდა. ეპიზოდი ფოკუსირდება ალბომ Bedtime Stories-ის პერიოდზე, როცა მადონამ მოულოდნელად Billboard Hot 100-ის ყველაზე დიდი ჰიტი შექმნა მთელი მისი კარიერის განმავლობაში. საუბარი ასევე ეხება ალბომის ბოლო ორ ექსპერიმენტულ სიმღერას; როლს მისი ცხოვრების მთავარ ფილმში; 95 წლის Video Music Awards-ს და საბოლოოდ, Something to Remember ალბომის ეპოქას. 

ამასობაში კი ისმის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები მადონას 1990-იანი წლების შუა პერიოდზე: რომელი ევროპული მუსიკალური აქტი იყო მადონასთვის უკეთესი კოლაბორაცია: ბიორკი თუ Massive Attack? რატომ არავის ახსოვს, რომ Take a Bow ჩარტში მადონას ყველაზე დიდი ხნის ლიდერი ჰიტი იყო? იყო თუ არა Human Nature მასზე უფრო დიდი ჰიტი? ღირდა თუ არა „ევიტა” იმად, რომ 90-იანების ტურნეები გაეუქმებინა? ნამდვილად იმსახურებდა თუ არა ოქროს ჟოლოს Four Rooms-ში მონაწილეობისთვის? და, რა თქმა უნდა, ისმის კითხვბი 95 წლის VMA-ს შემდეგ კორტნი ლავთან ერთად ჩაწერილ ცნობილ ინტერვიუზეც.

მოუსმინეთ პოდკასტს, რომელიც მადონას 1995 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს მიმოიხილავს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

U2 პირველი ირლანდიური ჯგუფია, რომელიც Ivors Academy Fellows-ის ტიტულს მიიღებს

შემდეგი სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი