ტრევის სკოტმა ოფიციალურად დააანონსა, რომ Cactus Jack-ის ლეიბლზე კომპილაციურ ალბომს, JACKBOYS 2-ს გამოსცემს. La Flame-მა (ტრევის სკოტი) ეს სიახლე 24 მარტს, Miami-ში, LIV nightclub-ის სცენიდან გაამხილა. მან ფანებს მიმართა, რომ JACKBOYS 2 უკვე მზადდება, შემდეგ კი აქამდე გამოუცემელი ტრეკი გააჟღერა. „JACKBOYS 2 გზაშია,” – თქვა არტისტმა და ახალი ნამუშევარი Sheck Wes წარადგინა. ამასთანავე, ტრევის სკოტმა სხვა რამდენიმე ტრეკიც შეასრულა, მათ შორის, ASTROWORLD-ის NO BYSTANDERS.
მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფრაგმენტები ტრევის სკოტის ახალი ტრეკიდან, რომლის სავარაუდო სახელია Love My B—h.
ჯერ უცნობია, როდის გამოვა JACKBOYS 2, თუმცა, შესაძლოა, ამ ალბომის გამოსვლა ტრევის სკოტის Coachella-ს სცენაზე დაბრუნებას დაემთხვეს. არტისტი ფესტივალის მესამე ღამის ჰედლაინერია და ფანებს განსაკუთრებულ შოუს ჰპირდება.
JACKBOYS-ის თავდაპირველი ვერსია 2019 წლის დეკემბერში გამოვიდა და Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. შვიდ-ტრეკიანი პროექტი ისეთ არტისტებს აერთიანებდა, როგორებიც არიან: Pop Smoke, Lil Baby, Quavo, Offset, Young Thug, დონ ტოლივერი და სხვები.
ახლახან, 22 მარტს, ტრევის სკოტი Future-ის ქალიშვილის, ლონდინის 16 წლის იუბილეს აღსანიშნავ წვეულებაზე გამოვიდა. ატლანტაში გამართულ წვეულებაზე Future-მაც შეასრულა თავისი ჰიტები და სცენაზე Sexyy Red და Mariah The Scientist მიიწვია, რათა ქალიშვილისა და მისი მეგობრებისთვის ემღერათ.
I’m თებერვალში, სკოტმა თავის მუსიკალურ კარიერაში მეხუთედ მოიპოვა Billboard-ის Hot 100-ის ლიდერობა – მისი ტრეკი 4×4 ჩარტის სათავეში მოხვდა.
TRAVIS SCOTT CONFIRMS JACKBOYS 2 IS ON THE WAY pic.twitter.com/r0UZJ7ghHl
— TRAVIS SCOTT FAN PAGE (@RodeoTheAlbum) March 24, 2025