Playboi Carti-მ ახალი ალბომის დელუქს ვერსია გამოუშვა

MUSIC – SORRY 4 DA WAIT არტისტმა დაანონსების გარეშე 25 მარტს გაავრცელა.
Playboi Carti
Wagner Meier/Getty Images for Live Nation

Playboi Carti-მ  მოულოდნელად  თავისი ცნობილი მესამე სტუდიური ალბომის, Music-ის ე.წ. დელუქს ვერსია გამოუშვა. ახალი გამოცემა, სახელწოდებით MUSIC – SORRY 4 DA WAIT 25 მარტს გამოვიდა. 

27 წლის რეპერმა ალბომის დელუქს ვერსიას ოთხი ახალი სიმღერა დაამატა: Different Day, 2024, ტევის სკოტთან ერთად ჩაწერილი Backr00ms და FOMDJ. აქედან ორი ტრეკი – 2024 და Backr00ms არტისტმა ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის იანვარში ექსკლუზიურად YouTube-ზე გაავრცელა,  ხოლო Different Day 2023 წლის დეკემბერში ინსტაგრამის ანგარიშზე გააზიარა. რაც შეეხება FOMDJ-ს,Playboi Carti-მ ტრეკი პირველად გასულ ივნისს, ფესტივალ Summer Smash-ზე შეასრულა და მოგვიანებით ლას-ვეგასში, კრეატიული ინდუსტრიების ფესტივალ ComplexCon-ზეც წარადგინა. დელუქს ვერსიის გამოშვებასთან ერთად, Carti-მ YouTube-ზე FOMDJ-ის ოფიციალური ვიზუალური ნამუშევარიც გაავრცელა.  

PlayboiCarti-მ თავდაპირველი, 30-ტრეკიანი ალბომი, სახელწოდებით Music 14 მარტს გამოუშვა. ალბომი Billboard 200-ის 29 მარტით დათარიღებულ ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა და 298,000 ალბომის ეკვივალენტი ერთეული გაყიდა. ეს 2025 წლის ყველაზე წარმატებული პირველი კვირა იყო რეპ ალბომისთვის და სტრიმინგების მიხედვით, ასევე ყველაზე აქტიური კვირა თითქმის ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც Taylor Swift-მა The Tortured Poets Department გამოუშვა.  

Carti ასევე გახდა პირველი რეპერი და მესამე არტისტი, რომელმაც ერთდროულად 30-ზე მეტი სიმღერა შეიყვანა Billboard-ის Hot 100-ში.  ჩარტში მოხვდა ალბომის ყველა ტრეკი, მათ შორის არის Evil J0rdan და The Weeknd-თან ერთად ჩაწერილი Rather Lie, რომლებმაც მე-2 და მე-4 პოზიციები დაიკავეს. პარალელურად, Playboi Carti-ს და The Weeknd-ის ცნობილმა კოლაბორაციამ – Timeless მე-3 ადგილიდან 23-ე ადგილზე გადაინაცვლა. Timeless შესულია The Weeknd-ის ბოლო ალბომში Hurry Up Tomorrow. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Sevda Universal – მაქსიმე მაჩაიძის ახალი ქართულენოვანი ალბომი

შემდეგი სტატია

DEENA ახალ სიმღერას აანონსებს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი