DEENA ახალ სიმღერას აანონსებს 

„გრიგალი” პირველ აპრილს გამოვა და ის სტიქიურ მოვლენებსა და მათგან დაზარალებულებს ეძღვნება.
DEENA

DEENA ახალ სიმღერას აანონსებს, სახელწოდებით „გრიგალი”. სოციალურ ქსელში მუსიკოსი მოკლე ვიდეოებს აზიარებს, რომელთაც ერთი რამ აერთიანებთ – სტიქიური მოვლენები. ყველა მათგანის აღწერაში კი ვკითხულობთ: „სოლიდარობა სტიქიით დაზარალებულებს.” კომპოზიცია პირველ აპრილს გამოვა.

DEENA:

„სიმღერა ეძღვნება სტიქიურ მოვლენებს: გრიგალს, ზვავს, დიდთოვლობას, თქეშს, ქარბუქებს, სეტყვას, დასეტყვილ ვენახებს. ასევე იმასაც, თუ რას იწვევენ ჩვენში ეს მოვლენები. ხანდახან თავად ადამიანი შეიძლება იყოს გრიგალი, ხანდახან კი – შენი ქვეყნის მდგომარეობა. გრიგალში ყველაზე რთული ის არის, რომ მის დროს ნავიგაცია ძნელია, ყველანაირი კურსი და საერთოდ ყველაფერი ირევა. ეს სტიქიაა, რომელიც გაუძლურებს. ბევრია ასეთი სტიქია დღეს ჩვენთან და, მეორე მხრივ, ჩემთვის ბევრი რამაა სტიქიური. სტიქია გიმორჩილებს. მის წინაშე უძლური ხარ და მას ვერ აკონტროლებ. სტიქიურ მოვლენებში კი თოვლი მათთვის უფრო მაღალია, ვინც ღარიბია. რაც შეეხება ქვეყანას, ამ კრიზისში, რომელიც გამოწვეულია იმ მიმართულებით, რომლითაც ეს ქვეყანა პოლიტიკურად მიდის, ბევრ გრიგალს ველოდებით. ეს სიმღერა კი სიჩუმეა გრიგალის წინ.”

სიმღერის ავტორები თავად DEENA და ნიკა ფასური არიან, რომელიც ასევე ტრეკის პროდიუსერია. მიქსინგ/მასტერინგი ლუკა თელიას ეკუთვნის. მუსიკალურ ვიდეოზე კი ასევე DEENA-მ და გიორგი სოლომანაშვილმა იმუშავეს.

„გრიგალი” ერთ-ერთი სიმღერაა DEENA-ს მომავალი LP-დან, სახელწოდებით Satellites. ალბომში შემავალი კომპოზიციები თანდათან გამოქვეყნდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Playboi Carti-მ ახალი ალბომის დელუქს ვერსია გამოუშვა

შემდეგი სტატია

კრის როკი და უილ სმიტი სცენაზე 94-ე ოსკარის ცერემონიის დროს, Dolby Theatre-ში, 2022 წლის 27 მარტი. ფოტო: Myung Chun / Los Angeles Times via Getty Images

მას შემდეგ რაც უილ სმიტს ოსკარზე დასწრება 10 წლით აეკრძალა, ამბობს, რომ  „ცდილობს, იყოს საუკეთესო ადამიანი“

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი