დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ გრემის მფლობელი მეორე ალბომის, Future Nostalgia-ს მეხუთე წლისთავის აღსანიშნად მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტის, Physical-ის რემიქსი გამოსცა.  სიმღერის ახალ ვერსიაზე მან ავსტრალიელ პოპვარსკვლავ ტროი სივანთან ითანამშრომლა, რომელიც Physical-ს ახალი ინტერპრეტაციით აცოცხლებს. 

აღნიშნული რემიქსი 28 მარტს Future Nostalgia-ს განახლებულ ვინილთან ერთად, ალბომის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად გამოვიდა.

დუა ლიპამ რემიქსის შესახებ ინფორმაცია პირველად მელბურნში, 22 მარტს გამართულ შოუზე გაასაჯაროვა, როცა სცენაზე მოულოდნელად ავსტრალიელი პოპვარსკვლავი ტროი სივანი მიიწვია და მასთან ერთად სინგლი Rush  შეასრულა.

დუეტის შემდეგ მათ შოუზე მყოფ ერთ იღბლიან გულშემატკივარს სპეციალური USB-დრაივი აჩუქეს, რომელშიც უცნობი ტრეკი ინახებოდა.

აღნიშული რემიქსი სწორედ მაშინ გავრცელდა, როცა დუა ლიპა ავსტრალიაში Radical Optimism-ის მსოფლიო ტურნეს  ფარგლებში იმყოფებოდა.  აღსანიშნავია, რომ მელბურნის Rod Laver Arena-ზე ტურნეში შემავალი ხუთივე შოუს ბილეთი სრულად გაიყიდა. 

მიმდინარე კონცერტებზე დუა ლიპამ ავსტრალიელი ვარსკვლავების სიმღერები შეასრულა, მათ შორის არიან კაილი მინოუგი  (Can’t Get You Out of My Head), ნატალი იმბრულია (Torn) და AC/DC (Highway to Hell).

დუა ლიპა ავსტრალიის შემდეგ Radical Optimism-ის ტურნეს გაგრძელებას ევროპასა და ბრიტანეთში გეგმავს. მათ შორის, ლონდონის Wembley Stadium-ზე ივნისში ორი გრანდიოზული შოუ გაიმართება. 

ავსტრალიელ პოპვარსკვლავს ტროი სივანს 2025 წელს დიდი გეგმები აქვს, იგი  Charli XCX-სა და საბრინა კარპენტერთად ერთად Primavera Sound 2025-ისთვის (ბარსელონა) ემზადება, სადაც სამივე არტისტი ერთ სცენაზე სპეციალური შოუს დადგმას აპირებენ.

მოისმინეთ დუა ლიპასა და ტროი სივანის Physical-ის რემიქს ვერსია:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Gorillaz ადასტურებს, რომ ჯგუფის ახალი ალბომი წელს გამოვა

შემდეგი სტატია

„თეატრის ბრენდი და ბრენდინგი: ემოციური კავშირების შექმნა სცენის მიღმა“ – სოხუმის თეატრმა ორდღიან მასტერკლასს უმასპინძლა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი