Gorillaz ადასტურებს, რომ ჯგუფის ახალი ალბომი წელს გამოვა

„ერთი ოპერა და Gorillaz-ის ერთი ალბომი – მგონი, 2025-სთვის საკმარისია!” – ამბობს სოლისტი დეიმონ ალბარნი.
დეიმონ ალბარნი კოაჩელას ფესტივალზე 2023 წელს
Frazer Harrison/GI for Coachella

მას შემდეგ, რაც ბოლო ჩანაწერის გამოსვლიდან ორ წელიწადზე მეტი გავიდა, ინგლისური ვირტუალური ბენდი Gorillaz ადასტურებს, რომ 2025 წელს მისი ახალი ალბომი გამოვა. ამის შესახებ ჯგუფის სოლისტმა დეიმონ ალბარნმა ფრანგულ გამოცემა Les Inrockuptibles-თან ინტერვიუში ისაუბრა. ინტერვიუში მუსიკოსი შეეხო მის მიერ შექმნილი ოპერის პრემიერასაც, სახელწოდებით „ჯადოსნური ფლეიტა II: La Malédiction”.

„Gorillaz-ის ახალ ალბომს ვასრულებ,” – თქვა ალბარნმა. „ერთი ოპერა და Gorillaz-ის ერთი ალბომი –  მგონი, 2025-სთვის საკმარისია!”

ახალი ამბავი Gorillaz-ის თანადამფუძნებელმა ჯეიმი ჰიულეტმაც დაადასტურა. „დიახ, წელს ახალი ალბომი გამოდის,” – დაწერა მან ინსტაგრამზე. ამავე პოსტში ვკითხულობთ, რომ, როგორც ალბარნმა ფრანგულ პოდკასტში გაამხილა, ჩანაწერი 6 კვირაში დასრულდება. 

ალბარნით ფრანგული პრესის ამგვარი დაინტერესება გასაკვირი არ არის, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ 27 მარტს პარიზში მისი ახალი ოპერის პრემიერა შედგა. დადგმა საკმაოდ ამბიციურია, რადგან „ჯადოსნური ფლეიტა II: La Malédiction” მოცარტის 1791 წლის ოპერა „ჯადოსნური ფლეიტის” ერთგვარი სიქველია.

„იდეა, რომ დავწერო ოპერა, რომელიც იქნება „ჯადოსნური ფლეიტის” გაგრძელება, სასაცილოა, იყო და იქნება, რადგან ამით არა მხოლოდ გენიოს მოცარტს, არამედ გოეთესაც ვუწევ მეტოქეობას!!” – აღნიშნა ალბარნმა გავრცელებულ განცხადებაში. „ვფიქრობ, შედარებით მარტივი მიდგომა ავირჩიე კითხვაზე, თუ როგორ ვბედავ ამის გაკეთებას? პასუხი წამოვიდა გასაოცარი, მაგრამ არანაკლებ ბრწყინვალე წყაროდან – Kraftwerk.

Gorillaz-ის ბოლო და რიგით მერვე ალბომი 2023 წელს გამოვიდა. Cracker Island-მა Billboard 200-ში მესამე ადგილი დაიკავა. ის ასევე წარდგენილი იყო 2024 წლის გრემიზე საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური ალბომის ნომინაციაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კენდრიკ ლამარის Halftime Show-მ 125 ოფიციალური საჩივარი მიიღო

შემდეგი სტატია

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი