J. Cole-ის Dreamville ფესტივალი არ დაიხურება და განახლებული ფორმატით დაბრუნდება

ორგანიზატორებმა ინფორმაცია წლევანდელი ფესტივალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელეს.
J. Cole 2024 წლის Dreamville Fest-ზე
Prince Williams/FilmMagic

Dreamville Fest-ის დახურვის შესახებ მოარული ხმები, როგორც ჩანს, ზედმეტად გადაჭარბებული აღმოჩნდა. ბევრი ფანი იმედგაცრუებული დარჩა იმის გაგებით, რომ წელს ბოლო გამოშვება იქნებოდა J. Cole-ის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალისა, რომელიც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მათ საყვარელ მუსიკალურ ღონისძიებად იქცა. თუმცა ფესტივალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ Dreamville Fest კვლავ დაბრუნდება, თუმცა განსხვავებული ფორმატით.

„ჩვენ აქ კიდევ არაერთი წელი დავრჩებით,” – თქვა ფესტივალის პროდიუსერმა. „ეს მრავალწლიანი შეთანხმებაა და გვიხარია, რომ ქალაქ რალისთან ერთად რაღაც ახალზე ვიმუშავებთ და განვაგრძობთ ამ შესანიშნავი პროექტის შენებას, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკეთებდით.”

რალის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ კი დაამატა, რომ პოპულარული ფესტივალი კვლავ ჰიპ-ჰოპის გარშემო დარჩება. „ჩვენ განვაგრძობთ იმ გზას, რომელმაც წარმატება მოგვიტანა. ჩვენი მომხმარებლები გვეუბნებიან, თუ რა მოსწონთ, ჩვენ კი ვეცდებით, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მათ იგივე შევთავაზოთ.” 

მისი თქმით, J. Cole კვლავაც გეგმავს, რომ ფესტივალში აქტიურად იყოს ჩართული, განურჩევლად იმისა, იქნება თუ არა მისი ჰედლაინერი. საუბარში თავად კოულის მენეჯერი და ბიზნესპარტნიორიც ჩაერთო და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ფესტივალმა ნაცნობი ატმოსფერო შეინარჩუნოს. „გვინდა, რომ ერთიანი თემის შეგრძნება არ დავკარგოთ. ჩვენ ამას ოჯახის შეკრებას ვეძახით.”

ახალი ფესტივალი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კვლავ რალიში,  Dorothea Dix Park-ში გაიმართება. რიგით მეხუთე და ამ დროისთვის ბოლო Dreamville Fest  კი ამ შაბათ-კვირას შედგება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იტალიელი ბანდონეონისტის, მარიო სტეფანო პიეტროდარკის კონცერტი გაიმართება

შემდეგი სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი