ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იტალიელი ბანდონეონისტის, მარიო სტეფანო პიეტროდარკის კონცერტი გაიმართება

მუსიკალური საღამოს ორგანიზატორები არიან Sparks და „აკორდი”.
მარიო სტეფანო პიეტროდარკი
Sparks/აკორდი

12 აპრილს ქართველი მსმენელის წინაშე ცნობილი იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი წარდგება. კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. მუსიკოსს აკომპანირებას გაუწევენ ქართველი პიანისტი დათუნა ალადაშვილი, კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი (პირველი ვიოლინო კონსტანტინე გოცირიძე) და კამერული ორკესტრი. 

მარიო სტეფანო პიეტროდარკი სხვადასხვა დროს მსოფლიო მასშტაბით მრავალ ცნობილ მუსიკალურ სცენაზე წარდგა. მაგალითად, 2009 წლის 25 მაისს ის კოლოსეუმში უკრავდა ანდრეა ბოჩელის, ანგელა გეორგიუს, ანდრეა გრიმინელისა და აბრუცოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

2010 წლის 25 დეკემბერს  Giovanile Italiana-ს ორკესტრთან ერთად შეასრულა Concerto per la Vita e per la Pace (კონცერტი სიცოცხლისა და მშვიდობისთვის), რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით  RAI-ს მიერ გადაიცემოდა. 2012 წელს მარიო სტეფანო პიეტროდარკმა ჩაწერა ალბომი, სახელწოდებით Live in Portofino. ამ პროექტის მოწვეული სტუმარი ანდრეა ბოჩელი იყო. მარიო სტეფანო პიეტროდარკმა 2018 წელს Sony Records-ზე „ტანგოს სეზონები” გამოსცა.

მარიო სტეფანო პიეტროდარკისთვის ეს მეორე კონცერტია საქართველოში. პირველი მუსიკალური საღამო მან 2019 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა, პროგრამით „მსოფლიოს საუკეთესო კინო ნამუშევრები”. 

მუსიკალური საღამოს ორგანიზატორები არიან Sparks და „აკორდი”. კონცერტს დათუნა ალადაშვილი გაუძღვება. 

ღონისძიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ედ შირანი, ლოს-ანჯელესი, 2023 წლის 19 სექტემბერი ტიმოთი ნორისი / Getty Images

ედ შირანის ახალი სიმღერა სახელწოდებით Azizam

შემდეგი სტატია

J. Cole-ის Dreamville ფესტივალი არ დაიხურება და განახლებული ფორმატით დაბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი