Post Malone-ის თქმით, მისი ახალი ალბომი გზაშია

Coachella-ზე მთავარი შემსრულებლის სტატუსით გამოსვლის წინ, სუპერვარსკვლავმა Billboard-თან ინტერვიუში ახალი ამბავი გაამხილა: „ალბათ 35-მდე სიმღერა უკვე დავწერეთ.“ – თქვა არტისტმა
Post Malone 2024 წლის 27 აპრილი, ლოს ანჯელესი, ფოტო: ალან შაბენი
Post Malone 2024 წლის 27 აპრილი, ლოს ანჯელესი. ფოტო: ალან შაბენი

Poppy-ის წვეულებაზე Billboard-მა Post Malone-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან Coachella 2025-ზე და სამომავლო ალბომზე ისაუბრა. Post Malone 13 და 20 აპრილს Coachella-ს საღამოს დასკვნით ნაწილში  წარდგება მსმენელის წინაშე. 

„მათ უნდათ, რომ რამე გიჟური გავაკეთო,  საშინლად მეშინია,“ — ამბობს Post Malone და ამატებს, რომ ყოველი შოუს წინ საკმაოდ ღელავს. “გარდა ალბათ იმ ერთისა, როცა 2018 წელს Coachella-ზე Sahara-ს კარავში პირველად დავუკარი, მაშინ ასე არ ვნერვიულობდი. ახლა ალბათ უბრალოდ დავბერდი და ყველაფერი მტკივა.”

ცნობისთვის Poppi – ამერიკული სასმელია, რომელიც მარტში Pepsi Co-მ თითქმის 2 მილიარდ დოლარად შეიძინა. Post Malone გარდა იმისა, რომ მცირე ხნით გამოჩნდა Poppi-ს მხარდასაჭერ წვეულებაზე, Coachella-ს პირველ კვირას ძირითადად კულისებში დარჩა. თავისი გამოსვლის მეორე დღეს კი უკვე ახალ ალბომზე მუშაობა განაახლა.

Post Malone-მა ისაუბრა იმაზე, რამდენად თბილად მიიღო ნეშვილში მუსიკალურმა საზოგადოებამ მას შემდეგ, რაც 2024 წლის წარმატებულ ალბომზე, F-1 Trillion-ზე დაიწყო მუშაობა. 

Post Malone-ის თქმით, ამ პროექტისთვის უკვე ორჯერ იმოგზაურა ნეშვილში და დაახლოებით 35 სიმღერა ჩაწერა. ახლა კი მისი გადასაწყვეტია, რომელი სიმღერები შევა ახალ ალბომში. რაც შეეხება კითხვას, შეასრულებს თუ არა ახალ სიმღერებს Coachella-ზე  – არტისტმა სიცილით უპასუხა: „არა. რა თქმა უნდა, არა.“

ამ ეტაპზე Post Malone ახალი ალბომის სამუშაო ვერსიის ჩაწერითაა დაკავებული.    “საოცრად კარგი სიმღერებია, ვზივარ და ვუსმენ… ზოგადად, არ მიყვარს ჩემი მუსიკის მოსმენა, მაგრამ როცა ჯგუფი უკრავს, უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ.“ – ამბობს Post Malone.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მუსიკალური რეკორდები, რომლებიც შესაძლოა კენდრიკ ლამარმა 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე დაამყაროს

შემდეგი სტატია

ბენსონ ბუნმა Coachella-ს სცენაზე ბრაიან მეისთან ერთად Bohemian Rhapsody შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი