ბენსონ ბუნმა Coachella-ს სცენაზე ბრაიან მეისთან ერთად Bohemian Rhapsody შეასრულა

მომღერალმა ასევე დააანონსა თავისი მეორე სტუდიური ალბომი – American Heart.
ბენსონ ბუნი 2025 წლის Coachella-ს ფესტივალზე.
Valerie Macon/AFP via Getty Images

11 აპრილს Coachella-ს ფესტივალზე ბენსონ ბუნის დებიუტი შედგა. ის მთავარ სცენაზე ბრაიან მეისთან ერთად გამოჩნდა და ენერგიული შესრულებით აუდიტორიის მოწონებაც დაიმსახურა. ბუნმა, რომელიც ფრედი მერკურის ცნობილი სტილის შთაგონებით შეკერილ თეთრ-ლურჯ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, სცენაზე თავისი ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგა. 

შოუს დროს ბუნი პიანინოს მიუჯდა და Bohemian Rhapsody შეასრულა, რის შემდეგაც სცენაზე გამოჩნდა ლეგენდარული Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი. მეიმ ბუნის ბოლო სიმღერაშიც მიიღო მონაწილეობა. გიტარისტმა და მომღერალმა ერთად შეასრულეს Beautiful Things. მეიმ ტრეკს Queen-ისთვის დამახასიათებელი გიტარის პარტიები შემატა. აღსანიშნავია, რომ ეს სიმღერა 2024 წელს Billboard Hot 100-ის ჩარტის მე-2 ადგილს იკავებდა.

„ამ სიმღერამ წელს ჩემი ცხოვრება შეცვალა და იმედი მაქვს, თქვენც მოგეწონებათ,“ – მიმართა ბუნმა მსმენელს. მისი გამოსვლა ფეიერვერკებით და ვიზუალური ეფექტებით იყო გააფორმებული. 

ბრაიან მეიმ Coachella-ზე გამოსვლის შესახებ თაყვანისმცემლებს  წინასწარ მიანიშნა  – მან ინსტაგრამზე ბუნთან ერთად თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. „ნახეთ, ვის გადავეყარე გზად – პალმ სპრინგსისკენ მივფრინავ,“ – დაწერა მეიმ. 

შოუს დროს ბუნმა ასევე გამოაცხადა, რომ მისი მეორე ალბომი American Heart 20 ივნისს გამოვა. მან სცენაზე პირველად შეასრულა დაანონსებული ალბომის მთავარი ტრეკი და წარადგინა ყდაც, სადაც ის ამერიკის დროშის ფონზე დგას.

Coachella-ს გახსნის დღე არაერთი გამორჩეული მომენტით იყო სავსე – სცენაზე გამოჩნდნენ ლედი გაგა, ტაილა, Lisa და სხვა არტისტები. დღის სრული მიმოხილვა იხილეთ Billboard-ზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Post Malone 2024 წლის 27 აპრილი, ლოს ანჯელესი, ფოტო: ალან შაბენი

Post Malone-ის თქმით, მისი ახალი ალბომი გზაშია

შემდეგი სტატია

Kneecap-ის თქმით, მათი პროპალესტინური მესიჯი Coachella-ს ეთერიდან ამოჭრეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი