A$AP Rocky-ს ბებია რეპერის და რიანას ურთიერთობას გამოეხმაურა

„მიხარია, რომ დასტაბილურდა და ბედნიერი, ვარ რომ ეს რიანასთან ერთად შეძლო,“ – თქვა A$AP Rocky-ს ბებიამ Vogue-თან საუბრისას.
A$AP Rocky და რიანა Met Gala 2023-ზე.
James Devaney/GC Images

ყოველ წელს, მაისის პირველ ორშაბათს მოდის სამყაროს ცნობილი კოსტიუმირებული მიღება, Met Gala იმართება. წელს ღონისძიების მოწვეულ თანაორგანიზატორად მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტმა A$AP Rocky შეარჩია. სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით, 15 აპრილს Vogue-ში სტატია გამოქვეყნდა. სტატიაში რეპერის ბებიამ რიანასა და თავისი შვილიშვილის ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, A$AP Rocky-ს ბებია რიანას დიდი თაყვანისმცემელია. 

როგორც რეპერის ბებიამ, კეტიამ გამოცემას გაუმხილა, ყოველთვის სჯეროდა, რომ A$AP Rocky დიდ წარმატებას მიაღწევდა. მისი თქმით,  განსაკუთრებით ამაყობს თავისი შვილიშვილის ურთიერთობით რიანასთან, რომელთანაც Rocky-ს ორი ვაჟი ჰყავს. „ის გიჟდება რიანაზე,“ – ამბობს რეპერი თავისი ბებიის შესახებ.

„მიხარია, რომ დასტაბილურდა და ბედნიერი, ვარ რომ ეს რიანასთან ერთად შეძლო,“ – თქვა კეტიამ. მისივე თქმით, რიანა რაციონალური და გონიერი ადამიანია. 

რიანას და A$AP Rocky-ს ურთიერთობის შესახებ ხმები ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში გავრცელდა. ორი წლის შემდეგ მათ პირველი ვაჟი, RZA შეეძინათ, ხოლო 15 თვის შემდეგ მეორე შვილი – Riot Rose.

რეპერმა რიანასადმი სიყვარულზე თავადაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გრძნობა ძალიან ძლიერია. Vogue-თან ინტერვიუში ის შვილების თემასაც შეეხო: „უფროსს საკუთარ თავთან ყოფნა და წიგნების კითხვა მოსწონს. უმცროსს კი ძალიან უყვარს ყურადღება,“ – თქვა რეპერმა.  

რეპერმა რიანასთან ურთიერთობის შესახებ 2024 წელს Billboard-თანაც ისაუბრა: „უცნაურია, როგორ ვახერხებთ ბალანსის პოვნას ასეთ ქაოსურ გრაფიკში. ყველაფერი მშვენივრად მიდის. არ მგონია, მასზე გულისხმიერი ადამიანი არსებობდეს. როცა ორივეს გადატვირთული გრაფიკი გვაქვს, ძალიან კარგად მიგებს. ეს არის სრული ურთიერთგაგება,” – აღნიშნა A$AP Rocky-მ Billboard-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.  

რაც შეეხება Vogue-ის ახალ ინტერვიუს, მასალა Met Gala 2025-მდე ორი კვირით ადრე გამოქვეყნდა. წელს A$AP Rocky ღონისძიების თანაორგანიზატორი იქნება ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან  კოლმან დომინგო, ლუის ჰემილტონი და ფარელ უილიამსი. წლევანდელი თემა შავკანიანი  მამაკაცის სტილისა და ტანსაცმლის ევოლუციას ეძღვნება. 

A$AP Rocky-ს მოდის სამყაროსთან უკვე წლებია, ახლო კავშირი აქვს. 2024 წელს მან თავისი დიზაინით შექმნილი კოლექციაც წარადგინა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

Snoop Dogg-მა ახალი მუსიკალური ვიდეო – Last Dance With Mary Jane გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი