Snoop Dogg-მა ახალი მუსიკალური ვიდეო – Last Dance With Mary Jane გამოუშვა

ტრეკი დაფუძნებულია Tom Petty and the Heartbreakers-ის ცნობილ კომპოზიციაზე – Mary Jane’s Last Dance.
Snoop Dogg
Last Dance With Mary Jane

20 აპრილს Snoop Dogg-მა ახალი ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა, რომელიც გადაღებულია ტრეკზე –  Last Dance With Mary Jane. სიმღერის შესრულებაში მონაწილეობს ამერიკელი რეპერი და მომღერალი ჯელი როლი. ტრეკი დაფუძნებულია Tom Petty and the Heartbreakers-ის ცნობილ კომპოზიციაზე – Mary Jane’s Last Dance. ვიდეოში ვხედავთ Dr. Dre-ს, რომელიც სიმღერის პროდიუსერიც არის. კლიპში ასევე ჩნდება თუფაქ შაკურის და ბობ მარლის  პორტრეტები და სხვა საინტერესო ვიზუალური ელემენტები. 

სიმღერა შესულია Snoop-ის ალბომში Missionary. ვიდეოს რეჟისორი დეივ

მეიერსია. Last Dance With Mary Jane ასახავს ერთგვარ მოგზაურობას Snoop-ის წარსულსა და წარმოსახვით მომავალში. 

სიმღერის გამოშვების დღეს Snoop Dogg-მა მიმი გააზიარა, რომელშიც აღდგომის ბაჭიას ფორმაშია გამოწყობილი. „როცა 4/20 აღდგომის დღესასწაულს ემთხვევა,” – ვკითხულობთ წარწერაში. 

იხილეთ Last Dance With Mary Jane-ის მუსიკალური ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

A$AP Rocky-ს ბებია რეპერის და რიანას ურთიერთობას გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

ლანა დელ რეის ახალი სიმღერა Bluebird მომღერლის ცხოვრებისეული გამოცდილებიდან დაიბადა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი