ნახეთ „შავი პრინცისა” და Best History-ს აქამდე უცნობი ვიდეო

Billboard
26 აპრილი, 2025

სიმღერის „მე გენდობი შენ” ცოცხალ ვერსიას მუსიკის ჟურნალისტი ლაშა გაბუნია აქვეყნებს.

ლაშა გაბუნიამ სოციალურ ქსელში აქამდე უცნობი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც „შავი პრინცი” და Best History სიმღერას „მე გენდობი შენ” ასრულებენ. ვიდეო 2002 წელს ქუთაისში, კომპილაციური კასეტის „ქართული ტალღა 1” პრეზენტაციაზეა გადაღებული. 

ლაშა გაბუნია:

„2002 და 2003 წლებში გამოვიდა ასეთი კომპილაციური კასეტები „ქართული ტალღა 1” და „ქართული ტალღა 2”, რომლებშიც ძირითადად ქუთაისური ჯგუფები მონაწილეობდნენ. ეს ვიდეო კი გადაღებულია ქუთაისში, 2002 წლის 24 მაისის კონცერტზე, რომელიც სწორედ პირველი კასეტის პრეზენტაციას მიეძღვნა. მაშინ თბილისიდან მხოლოდ ლადო ბურდული ჩამოვიდა, სხვა ყველა ქუთაისელი შემსრულებელი იყო. მუსიკოსების გარდა, კონცერტში მონაწილეობდა არტკლუბიც – პოეტებისა და მხატვრების გაერთიანება და იქვე იხატებოდა ამ კასეტის ყდა, რომელიც ბოლოს სცენაზე გამოიტანეს – ყური, რომელზეც კიბე იყო მიდგმული.

რაც შეეხება „შავი პრინცისა” და Best History-ს კოლაბორაციას, სამწუხაროდ, აღნიშნული სიმღერის ჩაწერა და გამოცემა ვერ მოხერხდა და მხოლოდ ამ ცოცხალი შესრულების ვიდეომ შემოინახა, რომელსაც ძალიან დიდხანს ვეძებდი. ბევრი მწერდა სოციალურ ქსელშიც და მთხოვდა, რომ ეს კადრები მეპოვა. იცოდნენ, რომ ასეთი დუეტი არსებობდა და ყველა ეძებდა, განსაკუთრებით „შავი პრინცის” გარდაცვალების შემდეგ. ბოლოს გამიმართლა და Best History-ს წევრმა ნიკა სვანიძემ კონცერტის სრული ჩანაწერი მომაწოდა. 

თავად სიმღერა ძალიან მძლავრია და ამავდროულად ოდნავ ეპატაჟურიც – შესაძლოა +18-ადაც მივიჩნიოთ. თუმცა ძალიან დიდი დრაივი აქვს და დიდი ენერგია მოდის ორივე შემსრულებლისგან.” 

„მე გენდობი შენ” პირველი ვიდეოა, რომელიც კონცერტის ჩანაწერიდან გამოქვეყნდა. ლაშა გაბუნია სამომავლოდ სხვა შემსრულებლების გამოსვლების, საბოლოოდ კი სრული კონცერტის ატვირთვასაც გეგმავს.

„მაგალითად, გოგა ჟორჟოლაძის ცოცხალი გამოსვლების ვიდეომასალა პრაქტიკულად არ არსებობს. ამ ჩანაწერში კი არის და ძალიან მინდა მისი დადება. ასევე არის მხატვრების სიმღერა, რომელსაც ისტერიკული პანკი შეიძლება დავარქვათ. ამ ვიდეოების ცალ-ცალკე დადებას ვგეგმავ, შემდეგ კი ალბათ სრულ ჩანაწერსაც ავტვირთავ.”


მოუსმინეთ კასეტებს „ქართული ტალღა 1” და „ქართული ტალღა 2”:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ეს უნდა დასრულდეს“ – ჯასტინ ბიბერი პაპარაცებს საჯაროდ აკრიტიკებს

შემდეგი სტატია

ლაშა გოჩიაშვილი, მუსიკალური პროდიუსერი

ლაშა გოჩიაშვილის მუსიკალური გზა სცენის მიღმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი
The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი