ლაშა გოჩიაშვილის მუსიკალური გზა სცენის მიღმა

ლაშა გოჩიაშვილი, მუსიკალური პროდიუსერი
ლაშა გოჩიაშვილი, მუსიკალური პროდიუსერი

ლაშა გოჩიაშვილი მუსიკალური პროდიუსერია, რომელმაც  პირველი ნაბიჯები ჯაზ-კაფე კონკაში გადადგა, მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ ამ სივრცეს უკავშირდება. შემდეგ იყო თანამშრომლობა ჯაზ-კლუბ 1984-თან, Jazz CluB Arteria-სთან,  Billboard Stage-თან, Lopota Jazz Club-თან. 

ლაშა გოჩიაშვილი, მუსიკალური პროდიუსერი:

“ჩემი კარიერა პატარა ჯაზ კაფე კონკაში დაიწყო, სადაც არტისტ მენეჯერი, ხმის ინჟინერი და პროდიუსერი ვიყავი. ყველაზე მნიშვნელოვანი  გამოცდილება აქ მივიღე. 

ჩემი პირველი წარმატებული პროექტი პატარა აუდიტორიასთან შედგა.  არ ვთვლი, რომ მაინც და მაინც დიდი აუდიტორიაა საჭირო წარმატებისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია მუსიკის ხარისხი და მსმენელის სწორ ხაზზე დასმა… ჯაზ კაფე კონკაში გავაკეთეთ Stevie Wonder Tribute. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი საღამო იყო ჩემს ცხოვრებაში. შემდეგ ჯაზ კლუბ 1984-თან დავიწყე თანამშრომლობა, რომელიც ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ კლუბია მთელს ევროპაში.”

ლაშა გოჩიაშვილისთვის მუსიკა ის პლატფორმაა, რომელიც ადამიანის სულში ყველაზე ღრმად აღწევს.

“მუსიკა ჩემთვის ის გამოხატული ვიბრაციაა, რომელიც ოცნებებს სულიერებას მატებს და  მათ უფრო რეალურს ხდის. თუ ჩავუღრმავდებით აღმოვაჩენთ, რომ მუსიკალური ფრაზეოლოგია სრულყოფილი წინადადებებია.“

მისი პროდიუსერობით არაერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური პროექტია შექმნილი, რომლებსაც დიდი პასუხისმგებლობით და ენთუზიაზმით ეკიდება.

“2023 წლის იანვარში გერმანიაში Jazz CluB Arteria-სთან ერთად გავაკეთეთ ლუკა თოფურიას კვინტეტის ტური. ყველაზე დიდი პროექტი და სიახლე ჩემთვის ერთი წლის წინ Noblesavage-ში DJ Logic-თან ერთად Jam Session-ზე დაკვრაა. DJ Logic გენიალური ამერიკელი პროდიუსერია. მასთან ზუსტად ერთ დღეში გავიარეთ ყველაზე დიდი მასტერკლასი. მას მერე სხვანაირად ფიქრი დავიწყეთ და უფრო თანამედროვე ელექტრონული მიმართულებით წავიყვანეთ ჩვენი მუსიკა.”

ლაშას თქმით, პროდიუსერის პროფესია მუსიკალური ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია.

“ამ სფეროში აუცილებლად გჭირდება მუსიკალური განათლება და იმ ანბანის ცოდნა, რასაც შემდეგ მუსიკაში იყენებ. თუ პროდიუსერი პროექტს კონკრეტული აუდიტორიისთვის აკეთებს, საჭიროა კომპოზიციების სწორად შერჩევა, რომ კომერციულად და ხარისხობრივად მართებული იყოს. ამ გასაღების პოვნა ძალიან რთული და საინტერესოა, რაც დიდძალ შრომას მოითხოვს.” 

ლაშა გოჩიაშვილი, მუსიკალური პროდიუსერი
ლაშა გოჩიაშვილი, მუსიკალური პროდიუსერი

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით სოციალური მედია და ინტერნეტ სივრცე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა მუსიკოსებისთვის. ლაშას თქმით, პლატფორმები, როგორიცაა Billboard, მუსიკოსებისთვის მოტივაციის წყაროა და ქართულ მუსიკალურ სივრცეს ახალ სიცოცხლეს სძენს.

“კონკრეტულად Billboard-ს გამოვყოფდი, მსოფლიო ბრენდია და მე ძალიან ბევრი მუსიკოსი ვიცი, ვინც ახალ პროექტებს იმისთვის აკეთებს, რომ Billboard-ზე მოხვდეს. ეს უდიდესი სტიმულია. მუსიკოსი თავის თავზე ახლა უკვე ბევრად დაკვირვებულად მუშაობს.”

კარიერის განმავლობაში ლაშა გოჩიაშვილს არაერთ მსოფლიო დონის არტისტთან უთანამშრომლია, მათ შორის: ბექა გოჩიაშვილი,  Jason Kibler (DJ Logic), Casey Benjamin, Felix Pastorius, Blaque Dynamite (Mike Mitchell)  

“ჩემი საყვარელი პროექტია ჩემი ძმის, ბექა გოჩიაშვილის კონცერტი Billboard Stage-ზე Republic-ში, რომელიც ერთი წლის წინ გაიმართა. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი დათო საყვარელიძეს, “ბილბორდს” და “რესპუბლიკას”. ასეთ დიდ პროექტებზე ხშირად მიმუშავია, მაგრამ ეს კონცერტი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება იყო.
ბექა, ჩემი ძმა, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მოტივატორია, საერთოდ ამ სფეროში რაც კი ვიცი, ყველაფერი მისი დამსახურებაა. ასევე ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პროექტია ჩემი მეუღლის, ხატია ქორიძის Forgot To Dream ალბომის პრეზენტაცია. ესეც Billboard Stage-ზე Republic Terrace-სთან და მარიამ სულხანიშვილთან ერთად გავაკეთეთ.”

ლაშა გოჩიაშვილის მუსიკალური გზა არის ისტორია ადამიანზე, რომელიც მუსიკით ცხოვრობს, სადაც ყოველი დიდი პროექტის უკან რეალური ადამიანი დგას, საკუთარი გრძნობებით, ემოციებით, ბრძოლით, შეცდომებით და გამარჯვებით.

“ყველაზე მეტად პროცესში შეცდომებზე სწავლობ. როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს, სირთულეების მიუხედავად, სიამოვნებას იღებ და ყოველი ფეხის გადაბრუნება გამოცდილებად იქცევა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ „შავი პრინცისა” და Best History-ს აქამდე უცნობი ვიდეო

შემდეგი სტატია

ჯასტინ ბიბერი: ფოტო: კავოკ ჯანსეზიანი

ჯასტინ ბიბერი ბაბუას  ემოციური პოსტით ემშვიდობება

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ქალების გაძლიერება მუსიკალურ ინდუსტრიაში“ – ინიციატივა, რომელიც საქართველოს მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ქალებს უჭერს მხარს

პროექტს „საქართველოს მუსიკის ექსპორტი” Sound City Liverpool-თან, „დიაცთან”, Keychange-სა და PRS Foundation-თან თანამშრომლობით ახორცოელებს.
მეტი
რეჟისორი რაიან კუგლერი Sinners-ის ევროპულ პრემიერაზე Cineworld Leicester Square-ში, 2025 წლის 14 აპრილი, ლონდონი, ჯეფ სპაისერი/Getty Images Warner Bros. Pictures-ისთვის

Sinners-მა ოსკარის რეკორდული – 16 ნომინაცია მიიღო, ნახეთ 2026 წლის ნომინანტთა სრული სია

დაიან უორენმა ისტორია დაწერა, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში ის პირველი კომპოზიტორი გახდა, რომელიც ზედიზედ ცხრა წლის განმავლობაშია ნომინირებული.
მეტი

კიმ კარდაშიანის თქმით, ნორს უესტის გაჩენისას, კანიე უესტმა სამშობიარო ოთახში Queen-ის Bohemian Rhapsody ჩართო

„კანიემ ზუსტად იმ მომენტში ჩართო ეს სიმღერა, როცა ნორსი დაიბადა,” – გაიხსენა კიმ კარდაშიანმა.
მეტი

ლეილა კობო და ჯეისონ ლიპშუცი „ბილბორდის” სარედაქციო გუნდს უხელმძღვანელებენ

2026 წლის 20 იანვარი, ნიუ-იორკი – „ბილბორდი” სიამაყით აცხადებს ორი გამოცდილი ხელმძღვანელის დაწინაურებას, რომლებიც სარედაქციო გუნდს ჩაუდგებიან სათავეში.…
მეტი

ფარელ უილიამსმა პარიზის მოდის კვირეულზე Pusha T-ის, A$AP Rocky-ს და სხვა არტისტების აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიციები წარადგინა

Louis Vuitton-ის კრეატიულმა დირექტორმა ფარელ უილიამსმა 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის მამაკაცის კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარმოადგინა.
მეტი