ამერიკელი რეპერი Mase ფანებს სთხოვს, გადაწყვიტონ, დაესწროს თუ არა Diddy-ს სასამართლო პროცესს

შონ კომბსი თითქმის რვა თვეა, რაც დაკავებულია და ფედერალურ სასამართლო პროცესს ელოდება, რომელიც 5 მაისს დაიწყება.
Diddy და Mase Beacon Theatre-ის სცენაზე, ნიუ-იორკში. 2017 წლის 27 აპრილი.
Theo Wargo/Getty Images

ამერიკელი რეპერი Mase ფიქრობს, გამოჩნდეს თუ არა დიდის პროცესზე. შონ კომბსის მუსიკალური ლეიბლის, Bad Boy Records-ის ყოფილმა არტისტმა თავისი სპორტული თოქ-შოუს ერთ-ერთ ბოლო ეპიზოდში სწორედ ეს თემა განიხილა. წამყვანმა შოუ It Is What It Is კითხვით გახსნა – უნდა დაესწროს თუ არა პროცესს. Mase-მა ამ საკითხის გადაწყვეტა მაყურებელს მიანდო: „მინდა ფანების აზრი გავიგო. მთხოვენ, რომ Diddy-ს პროცესზე მივიდე. როგორ ფიქრობთ, უნდა დავესწრო?“ – მიმართა წამყვანმა მაყურებელს. 

მისმა თანაწამყვანმა ქემრონმა კი  უპასუხა: „შენზეა დამოკიდებული, თქვენი ურთიერთობის შესახებ არაფერი ვიცი. საერთოდ, რა ურთიერთობა გაქვთ?“ Mase-მა გაამხილა, რომ სერიოზულად განიხილავს პროცესზე დასწრების ალბათობას. „არა, რამდენიმე ადამიანმა დამირეკა და მკითხა, მივდივარ თუ არა. ვფიქრობდი, თუ მოვახერხებ, ერთი დღით მაინც ხომ არ წავსულიყავი,“ — უთხრა მან თანაწამყვანს. ამის შემდეგ ქემრონმა ჰკითხა, რატომ არ წავიდა Mase 2023 წლის MTV Video Music Awards-ზე, სადაც Diddy-ს Global Icon Award გადასცეს. ამ კითხვას სტუდიაში სიცილი მოჰყვა. „ვნახე, რომ მისი [Diddy-ს] შვილი თქვენი ტრეკის ყველა იმ ნაწილს ასრულებდა, რაც ერთად ჩაწერეთ.”

შონ კომბსი თითქმის რვა თვეა, რაც დაკავებულია და ფედერალურ სასამართლო პროცესს ელოდება, რომელიც 5 მაისს დაიწყება. მას წაყენებული აქვს მძიმე ბრალდებები ორგანიზებულ დანაშაულში, სექსუალურ ექსპლუატაციაში, ტრეფიკინგის ქსელის მართვასა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობაში. პროკურატურის განცხადებით, კომბსი ქალებს აშინებდა, ავიწროებდა და აიძულებდა დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობას, რაც, სავარაუდოდ, მოიცავდა ადამიანების გატაცებას, ქრთამს და იძულებით შრომას. კომბსი ბრალდებებს უარყოფს. Diddy-მ სასამართლოს პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა ეს მოთხოვნა  არ დაკმაყოფილდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

SZA - Super Bowl LIX - ის ნახევარფინალური შოუ, 9 თებერვალი, 2025 წელი, ლუიზიანა, ფოტო: მაიკლ ოუენი / Getty Images

SZA-მ ტეხასში გრანდიოზული ტურის კულისებიდან კადრები გააზიარა

შემდეგი სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი