SophiO-ს ოთხნაწილიანი კომპოზიცია –  Flower’s Dream

სიმღერა Flower’s Dream შინაგანი გამოღვიძებისადმი მიძღვნილი ოდაა და მომავალი ალბომის საკვანძო, კონცეპტუალური ნაწარმოებია.
SophiO - Flower’s Dream, ყდის დიზაინი: თეონა კვაჭაძე, ვახტანგ გაბუნიას ნახატი
SophiO – Flower’s Dream, ყდის დიზაინი: თეონა კვაჭაძე, ვახტანგ გაბუნიას ნახატი

მრავალნაწილიანი სიმღერა Flower’s Dream ხანგრძლივი და განვითარებადი ისტორიით გამოირჩევა. ის მომღერალ SophiO-სა და კომპოზიტორისა და მუსიკალური პროდიუსერის, გია ქარჩხაძის ერთობლივი ნამუშევარია. სიმღერის პირველი ნაწილი ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწერა. 

გარკვეული პერიოდი არტისტებს მუსიკალური პაუზა ჰქონდათ აღებული, თუმცა საბოლოოდ, სოლო კარიერასთან ერთად მათი თანამშრომლობაც განახლდა. Flower’s Dream რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთი 2019-დან 2023 წლამდე პერიოდში შეიქმნა, ხოლო სრულყოფილი სახე კომპოზიციას 2024 წელს, საბოლოოდ ჩაწერის შემდეგ მიეცა. 

“დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, თქვენს წინაშეა FLOWER’S DREAM – ოთხნაწილიანი კომპოზიცია, რომლის შექმნასაც მრავალი წლის ისტორია აქვს. მოუსმინეთ Spotify-ზე, Apple Music-ზე და სხვა პლატფორმებზე.” – წერს SophiO სოციალურ მედიაში.

სიმღერის მუსიკა და ტექსტი გია ქარჩხაძეს ეკუთვნის, ვოკალი სოფიო კაკულიას, სასცენო სახელით SophiO, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავენ: სესილი სანებლიძე – ვიოლინო, ელენე გოგოძე – ვიოლა,  სოფიო აფხაზავა-შარაშენიძე – ჩელო, ლევან უგულავა – ფორტეპიანო, გია ქარჩხაძე და ლაშა უგულავა – გიტარა. ბექ-ვოკალს  სესილი სანებლიძე, ელენე გოგოძე, ეკა სარალიძე და ანანო სიხარულიძე ასრულებენ. მიქსინგი და მასტერინგი ლაშა უგულავას ეკუთვნის, თავად სიმღერა კი  DUO Records-შია ჩაწერილი. კომპოზიციის ყდის დიზაინი თეონა კვაჭაძემ შექმნა, სადაც ვახტანგ გაბუნიას ნახატია გამოყენებული.

სიმღერა Flower’s Dream შინაგანი გამოღვიძებისადმი მიძღვნილი ოდაა და მომავალი ალბომის საკვანძო, კონცეპტუალური ნაწარმოებია.  ამ სიმღერის გამოშვებით არტისტები ფართომასშტაბიანი პროექტის დაწყებას აანონსებენ, რაც 2025 წლის ბოლომდე სრული ალბომის გამოცემას და ცოცხალ შესრულებებს გულისხმობს. 10 მაისს მათი კონცერტი ჯაზ კლუბ 1984-ში, ხოლო 31 მაისს ფაბრიკის ე.წ. “რუფტოპზე” გაიმართება. 2026 წლისთვის კი ალბომის მიხედვით თეატრალური წარმოდგენის დადგმა იგეგმება. 

მოისმინეთ სიმღერა Flower’s Dream:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Rihanna და A$AP Rocky 2023 წლის Met Gala-ზე ფოტო: ჯამეს დევენეი/GC Images

A$AP Rocky-ს თქმით, ის და რიანა ერთმანეთის ტანსაცმელს დაუკითხავად იღებენ

შემდეგი სტატია

SZA - Super Bowl LIX - ის ნახევარფინალური შოუ, 9 თებერვალი, 2025 წელი, ლუიზიანა, ფოტო: მაიკლ ოუენი / Getty Images

SZA-მ ტეხასში გრანდიოზული ტურის კულისებიდან კადრები გააზიარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი