The Blues Brothers გრაფიკული რომანის სახით ბრუნდება 

პროექტის შემქმნელების აღწერით, ეს არის „სიყვარულით სავსე გზავნილი“ და ფილმის ერთგვარი გაგრძელება.
დენ ეიკროიდი და ჯონ ბელუში ფილმში The Blues Brothers.
Moviestore/REX/Shutterstock

დენ ეიკროიდის ოჯახმა და ჯუდი ბელუში-პისანოს მემკვიდრეებმა ოფიციალურად დააანონსეს Blues Brothers-ის პირველი გრაფიკული რომანი, სახელწოდებით – The Blues Brothers: The Escape of Joliet Jake. პროექტი იმ დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს Blues Brothers-ის სამყაროს გაფართოებას სატელევიზიო შოუების, ფილმების, ცოცხალი ღონისძიებებისა და მუსიკის მეშვეობით.

გრაფიკული რომანის ავტორები არიან სტელა ეიკროიდი, ლუკ პისანო და ჯეიმს ვერნერი, ილუსტრაციებზე კი ბრაზილიელი არტისტი ფელიპე სობრეირო მუშაობს. პროექტის შემქმნელების აღწერით, ეს არის „სიყვარულით სავსე გზავნილი“ და ფილმის ერთგვარი გაგრძელება. წიგნს Z2 გამოსცემს, რომელიც მუსიკალურ პროექტებზე დაფუძნებული გრაფიკული რომანებითაა ცნობილი.

დენ ეიკროიდი, რომელმაც Blues Brothers ჯონ ბელუშისთან ერთად შექმნა, პროექტს სარედაქციო ზედამხედველობას გაუწევს და წიგნის წინასიტყვაობასაც თავად დაწერს.

„ელვუდი და ჯეიკი ჩემთვის ძალიან ძვირფასები არიან. სიმართლე გითხრათ, ერთ-ერთი მათგანი მამაჩემია,” — უთხრა სტელა ეიკროიდმა ჟურნალ Deadline-ს. 

რომანი პატივს მიაგებს ჯუდი ბელუში-პისანოს, რომელიც 2024 წლის ივლისში გარდაიცვალა. ის 40 წელზე მეტ ხანს მუშაობდა Blues Brothers-ის მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ლუკ პისანოსა და შემოქმედებითი ჯგუფის თქმით, წიგნი ემყარება რეალურ ისტორიებს და გამოცდილებებს ჯუდის, ჯონისა და დენის ცხოვრებიდან.

Z2-ის პრეზიდენტმა ჯოშ ბერნშტაინმა Blues Brothers „კომედიის, პოპკულტურის და მუსიკის ლეგენდებად“ მოიხსენია და დასძინა, რომ მკითხველს „ჯეიკისა და ელვუდის ეპიკური დაბრუნება“ ელის.

The Blues Brothers: The Escape of Joliet Jake წინასწარი შეკვეთით ხელმისაწვდომი იქნება Amazon-ზე, Barnes & Noble-ზე, წიგნების, კომიქსებისა და მუსიკალური ჩანაწერების მაღაზიებში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

A$AP Rocky-მ თავის სასამართლო პროცესზე საჯაროდ ისაუბრა: „თავისუფლების დაკარგვის მართლა მეშინოდა”

შემდეგი სტატია

Fetty Wap 2019 წლის 12 ოქტომბერი, Rolling Loud-ის მუსიკალური ფესტივალი, ნიუ იორკი. ფოტო: სტივენ ფერდმანი /Getty Images

ამერიკელი რეპერი Fetty Wap ახალ სინგლს გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი