ამერიკელი რეპერი Fetty Wap ახალ სინგლს გამოსცემს

ეს არტისტის პირველი რელიზია ციხეში მოხვედრის შემდეგ, სიმღერა სახელად Forever ამ პარასკევს გამოვა.
Fetty Wap 2019 წლის 12 ოქტომბერი, Rolling Loud-ის მუსიკალური ფესტივალი, ნიუ იორკი. ფოტო: სტივენ ფერდმანი /Getty Images
Fetty Wap 2019 წლის 12 ოქტომბერი, Rolling Loud-ის მუსიკალური ფესტივალი, ნიუ იორკი. ფოტო: სტივენ ფერდმანი /Getty Images

ამერიკელი რეპერი უილი ჯუნიორ მაქსველი, სასცენო სახელით Fetty Wap, 9 მაისს ახალ სინგლს გამოუშვებს.

ინფორმაცია სოციალური ქსელით 7 მაისს გავრცელდა. აქვე აღნიშნულია, რომ ახალი სინგლის გამოცემის პარალელურად, შეიქმნა პეტიცია რეპერის გათავისუფლების მოთხოვნით. 

არტისტი 2023 წელს, ფედერალურ ნარკოდანაშაულზე ბრალის აღიარების შემდეგ დააკავეს.

„მას თავისუფლება წაართვეს, მაგრამ ხმას ვერ წაართმევენ. ეს არის  Fetty Wap-ის გულიდან წამოსული, ემოციური ნამუშევარი. ეს არ არის მხოლოდ მუსიკა, ეს  მისი სიმართლეა, მისი ისტორია და ბრძოლა თავისუფლებისთვის.  Fetty Wap-ის  შეწყალებისა და გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია უკვე შედგენილია. მოდით, დავაბრუნოთ ის სახლში.“ – ვკითხულობთ პოსტში, რომელიც არტისტის გუნდმა გაავრცელა.

სიმღერა სახელწოდებით Forever რეპერის პირველი სინგლია მას შემდეგ, რაც პატიმრობაში იმყოფება. 

Fetty Wap პირველად 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს, როდესაც პროკურატურამ მასთან ერთად კიდევ ხუთი პირის წინააღმდეგ საქმე აღძრა. გამოძიების მიხედვით, რეპერი  100 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალების  გადაზიდვაში მონაწილეობდა.

რეპერმა ბრალი აღიარა 500 გრამი კოკაინის რეალიზაციის ეპიზოდში და თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიესაჯა.

ეს ფაქტი Fetty Wap-ის 2015 წლის სიმღერა Again-ის წარმატებას მოჰყვა,  როდესაც ტრეკი TikTok-ის Billboard Top 50-ის სათავეში მოექცა. სიმღერა ვირუსულად გავრცელდა და მალევე სტრიმინგ პლატფორმებზე ახალი სიცოცხლე შეიძინა. 

ნახეთ პოსტი სადაც  Fetty Wap-ის სიმღერა Forever-ს აანონსებენ:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The Blues Brothers გრაფიკული რომანის სახით ბრუნდება 

შემდეგი სტატია

Snoop Dogg - 2025 წლის 14 თებერვალი, ნიო იორკი, ფოტო: დია დიპასული /Getty Images

Snoop Dogg ანიმაციური ფილმის Paw Patrol: The Dino Movie-ს მსახიობთა გუნდს შეუერთდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი