Snoop Dogg ანიმაციური ფილმის Paw Patrol: The Dino Movie-ს მსახიობთა გუნდს შეუერთდა

ლეგენდარული რეპერი ბავშვების საყვარელ ანიმაციურ ფილმს გაახმოვანებს.
Snoop Dogg - 2025 წლის 14 თებერვალი, ნიო იორკი, ფოტო: დია დიპასული /Getty Images
Snoop Dogg – 2025 წლის 14 თებერვალი, ნიო იორკი, ფოტო: დია დიპასული /Getty Images

ანიმაციური ფილმი Paw Patrol: The Dino Movie-ს შემოქმედებითი ჯგუფი ოფიციალურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ Snoop Dogg მსახიობთა გუნდს შეუერთდა.

ეს პოპულარული და ბავშვებისთვის საყვარელი ანიმაციის მესამე სრულმეტრაჟიანი ეპიზოდი იქნება, სადაც რეპერთან ერთად ისეთი ცნობილი სახეები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: EGOT ჯილდოს მფლობელი ჯენიფერ ჰადსონი, პერიზ ჰილტონი, ტერი კრიუსი, ჯამილა ჯამილი, ბილ ნაი, მერედით მაკნილი და რონ პარდო.

Paw Patrol: The Dino Movie-ს საიუბილეო პროექტია, რომელიც წინა ორი ანიმაციური ფილმის გაგრძელებაა. ფილმმა 350 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა. ახალი პროექტის წარმოებას კვლავ კალ ბრანკერი ხელმძღვანელობს, რომელმაც სცენარი ბობ ბარლენთან ერთად დაწერა. 

,,PAW Patrol-ის საყვარელი გმირები ბრუნდებიან, მათ ახალ თავგადასავალს ნიჭიერი მსახიობები ახმოვანებენ.  ამ შესანიშნავ გუნდს ახალი მსახიობები შეუერთდნენ და ფილმი ნამდვილ საოჯახო თავგადასავლად იქცევა.  ჩვენი საყვარელი სამაშველო გუნდი უკვე 10 წლის არის და ის ბავშვებისა და დიდების გულს მთელს მსოფლიოში იპყრობს.” – განაცხადა Spin Master-ის გასართობი დეპარტამენტის პრეზიდენტმა ჯენიფერ დოჯმა.

აღსანიშნავია, რომ  PAW Patrol ერთადერთი პროექტი არ არის, რითაც რეპერი ბოლო დროს დაკავებულია.  Snoop Dogg-მა  ახლახან NBCUniversal-თან მასშტაბური პარტნიორობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის ფარგლებშიც ის The Voice-ის მწვრთნელის როლში  დაბრუნდება. ის ასევე ჩაერთვება სხვადასხვა სატელევიზიო, კინემატოგრაფიულ, სპორტულ და სტრიმინგ პროექტებში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Fetty Wap 2019 წლის 12 ოქტომბერი, Rolling Loud-ის მუსიკალური ფესტივალი, ნიუ იორკი. ფოტო: სტივენ ფერდმანი /Getty Images

ამერიკელი რეპერი Fetty Wap ახალ სინგლს გამოსცემს

შემდეგი სტატია

ეცვა თუ არა LISA-ს როზა პარკსის გამოსახულებიანი თეთრეული Met Gala-ზე? დიზაინერების გუნდმა განცხადება გაავრცელა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი