50 Cent-ის თქმით, Diddy-ს საპროცესო შეთანხმებაზე უარი არ უნდა ეთქვა

როგორც ჩანს, 50 Cent-ზე მძაფრად იმოქმედა Diddy-ს ყოფილი მეგობარი ქალის, კასანდრა ვენტურას ჩვენებამ.
50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images
50 Cent – 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი.
ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent ამბობს, რომ Diddy-ს საპროცესო შეთანხმების შეთავაზება უნდა მიეღო. რეპერმა ეს აზრი მას შემდეგ გამოთქვა, რაც სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ყოფილი მეგობარი ქალის, კასანდრა ვენტურას დამთრგუნველი ჩვენება მოისმინა. 

15 მაისს 50 Cent-მა ინსტაგრამზე კიდევ ერთხელ გააზიარა თავისი აზრი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის მესამე სხდომაზე კესი ვენტურა გამოიკითხა. ჩვენებისას კესიმ დეტალურად გაიხსენა, რა ხდებოდა მისი და Diddy-ს ურთიერთობის პერიოდში. ვენტურას სიტყვებმა, როგორც ჩანს, 50 Cent-ზეც მძაფრად იმოქმედა.

„დღევანდელი ჩვენების მოსმენის შემდეგ ვფიქრობ, Diddy-ს უნდა მიეღო საპროცესო შეთავაზება,“ – დაწერა მან. „ის, რასაც ამბობენ, ჩემთვისაც კი მეტისმეტია. თქვენ რას ფიქრობთ?“ – წერს 50 Cent. 

Diddy-ს ადრეც ჰქონდა საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობა შედარებით მსუბუქი სასჯელის სანაცვლოდ, რაზეც უარი განაცხადა ნაფიც მსაჯულთა შერჩევამდე ცოტა ხნით ადრე. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა 50 Cent საჯაროდ საუბრობს დიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. სულ ახლახან, სამშაბათს, მან შონ კომბსს სექსუალურ ფეტიშებზე გავრცელებული ბრალდებების გამო დასცინა. სასამართლოს პირველ სხდომაზე ბრალდების მხარის პირველმა მოწმემ – მამაკაცმა სექს-მუშაკმა, დენიელ ფილიპმა განაცხადა, რომ Diddy-მ ერთხელ სთხოვა, მოეშარდა კესიზე. 50 Cent-მა ამაზე მიმი გამოაქვეყნა, რომლის ადრესატიც სწორედ Diddy და მისი ფეტიშებია. 

წინა კვირას 50 Cent-მა ასევე გამოაქვეყნა AI-ით გენერირებული ფოტო, რომელშიც თითქოს თავად არის დიდის სასამართლო პროცესის ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯული. ფოტოს შემდეგი წარწერა ჰქონდა:  „შონ Diddy კომბსის სასამართლოსთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა საბოლოოდ დასრულდა.“ 

იხილეთ 50 Cent-ის პოსტი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard Georgia Stage-ის პროექტის ფარგლებში „რესპუბლიკას” სცენაზე MonoNeon წარდგება

შემდეგი სტატია

YG საჯაროდ საუბრობს სექსუალურ ძალადობაზე, რომლის მსხვერპლიც 14 წლის ასაკში გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი