Billboard Georgia Stage-ის პროექტის ფარგლებში „რესპუბლიკას” სცენაზე MonoNeon წარდგება

ღონისძიების წარმდგენია SOLO, ხოლო გენერალური მხარდამჭერი – Club Iveria. კონცერტი Eastern Promotion-თან პარტნიორობით იმართება.
Mononeon
Billboard Georgia Stage / Republic

Billboard Georgia სერიული  კონცერტების პროექტის – Billboard Georgia Stage-ის ახალ სეზონს იწყებს. 4 ივნისს, თბილისს ცნობილი ამერიკელი არტისტი MonoNeon ეწვევა. ღონისძიების წარმდგენია SOLO, ხოლო გენერალური მხარდამჭერი – Club Iveria. კონცერტი ტრადიციულად „რესპუბლიკაში“, Eastern Promotion-თან პარტნიორობით იმართება.

MonoNeon – მემფისელი ბასისტი და ფანკის შემსრულებელი მუსიკოსია, რომელმაც სახელი იმპროვიზაციული დაკვრის უნიკალური სტილით გაითქვა. ის  იყო ერთ-ერთი უკანასკნელი მუსიკოსი, ვინც Prince-თან თანამშრომლობდა.  გამორჩეული შესრულების სტილმა მას შესაძლებლობა მისცა, იმუშაოს ისეთ მუსიკოსებთან, როგორიცაა Ghost-Note, მაკ მილერი, NAS, ბუტსი კოლინსი, ჯუდით ჰილი და ჯეიკობ კოლიერი.

MonoNeon-ის მუსიკალური კარიერა მოიცავს 20-ზე მეტ ალბომს, რომელშიც ნათლად ჩანს მისი პროდიუსერული, ინსტრუმენტული და ვოკალური შესაძლებლობები. სოციალური ტექსტების გაჟღერებამ მას მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე განსაკუთრებული აღიარება მოუტანა. 2020 წელს MonoNeon-მა გრემის ჯილდო მიიღო NAS-ის ალბომის ფარგლებში კოლაბორაციისათვის.

MonoNeon ბასზე მარცხენა ხელით უკრავს, რაც მის ტექნიკას უნიკალურად და გამორჩეულად აქცევს. სწორედ მისი შესრულების და ტექნიკის გამო, ჟურნალ Bass Player-თან ინტერვიუში მარკუს მილერმა MonoNeon ამერიკის ამომავალ ბასისტ ვარსკვლავად დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ ავანგარდული და ექსპერიმენტული არტისტია, მისი შემოქმედება ფანკისა და სოულის ტრადიციებს უკავშირდება. 

ნებისმიერი SOLO ბარათით გადახდისას, მსმენელებს შეუძლიათ, ისარგებლონ 20%-იანი ფასდაკლებით. Club Iveria-ს წევრებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება: Classic – 10%, Silver – 20%, Gold – 30%, VIP – უფასო.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ Tems-ის პირველი Billboard-ის ყდის გადაღებების კადრს მიღმა მასალა Pinterest-ზე

შემდეგი სტატია

50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-ის თქმით, Diddy-ს საპროცესო შეთანხმებაზე უარი არ უნდა ეთქვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი