Rihanna-ს ახალი სიმღერა Friend of Mine  „სმურფების“ ანიმაციური ფილმის საუნდტრეკი იქნება

პოპვარსკვლავი ანიმაციურ ფილმში სმურფეტის გმირსაც ახმოვანებს.
Rihanna - Black Panther 2: Wakanda Forever-ის პრემიერაზე, 2022 წლის 26 ოქტომბერი. ფოტო: Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic
Rihanna – Black Panther 2: Wakanda Forever-ის პრემიერაზე, 2022 წლის 26 ოქტომბერი. ფოტო: Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic

Rihanna-ს ახალი კომპოზიციის გამოსვლას წლები დასჭირდა, თუმცა მომღერალმა 16 მაისს ახალი სიმღერა, სახელწოდებით Friend of Mine გამოსცა. კომპოზიცია მომავალი ანიმაციური ფილმის, „სმურფების” საუნდტრეკია, სადაც თავად არტისტი სმურფეტის ახმოვანებს.

პირველად სიმღერის ფრაგმენტი „სმურფების“  ტრეილერში გაჟღერდა, სადაც Rihanna-ს  პერსონაჟი სმურფების სოფელში სწორედ ამ სიმღერას მღერის და ცეკვავს. ანიმაციური ფილმის საუნდტრეკები ასევე იქნება DJ Khaled-ის, Cardi B-ს და DESI TRILL-ის ტრეკი Higher Love, რომელიც თებერვალში გამოვიდა. გარდა ამისა, ფილმისთვის ახალ მუსიკას  მომღერალი Tyla-ც შექმნის. ანიმაციის  პრემიერა  კი 18 ივლისს შედგება.

ფილმში ასევე მონაწილეობენ ჯონ გუდმანი, ჯეიმს კორდენი, ნიკ ოფერმანი,  Sandra Oh და სხვა ცნობილი მსახიობები. ანიმაციის გახმოვანების გარდა Rihanna ამ პროექტის პროდიუსერადაც მოგვევლინა. 2023 წელს CinemaCon-ზე,  ფილმის დაანონსების დროს მომღერალმა, რომელიც მაშინ მეორე შვილს ელოდებოდა, მაყურებელს უთხრა:  „მესამე ტრიმესტრში შემიძლია პიჟამოთიც მოვიდე… იმედი მაქვს, ოდესმე შვილები ამას დამიფასებენ.“

ახლა სუპერვარსკვლავი მესამე შვილს ელოდება. Rihanna-მ ორსულობა 2025 წლის Met Gala-ზე ოფიციალურად გაამჟღავნა. მას და მის პარტნიორს, A$AP Rocky-ს უკვე ჰყავთ ორი ვაჟი.

Rihanna-სთვის Friend of Mine 2022 წლის შემდეგ პირველი მუსიკალური რელიზია. ბოლოს მან სიმღერა Lift Me Up გამოუშვა, რომელიც ფილმ Black Panther: Wakanda Forever-ის საუნდტრეკია. სიმღერამ Billboard Hot 100-ის მეორე ადგილი დაიკავა და Rihanna-ს საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში პირველი ოსკარის ნომინაცია მოუტანა.

მომღერალმა ბოლო ალბომი  – Anti 2016 წელს გამოსცა, რომელიც Billboard 200 ჩარტში პირველ ადგილს ორი კვირის განმავლობაში იკავებდა.

მოისმინეთ Rihanna-ს სიმღერა Friend of Mine:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

YG საჯაროდ საუბრობს სექსუალურ ძალადობაზე, რომლის მსხვერპლიც 14 წლის ასაკში გახდა

შემდეგი სტატია

დონალდ ტრამპი ბრიუს სპრინგსტინს „ხისთავიანს” უწოდებს, მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააკრიტიკა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი