დონალდ ტრამპი ბრიუს სპრინგსტინს „ხისთავიანს” უწოდებს, მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააკრიტიკა

პრეზიდენტმა ასევე დაწერა, რომ სპრინგსტინი „არ არის ნიჭიერი ადამიანი”.
დონალდ ტრამპი
BRENDAN SMIALOWSKI/AFP via Getty Images

დონალდ ტრამპი ბრიუს სპრინგსტინზე გაბრაზებულია და მას „გადაჭარბებულად შეფასებულსა” და „ხისთავიანს” უწოდებს. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მუსიკოსმა მანჩესტერის კონცერტის დროს ტრამპი გააკრიტიკა.

პარასკევ დილას, ორი დღის შემდეგ, რაც სპრინგსტინმა 2025 წლის ტურნეს პირველ კონცერტზე აშშ-ის მთავრობას „კორუფციული, არაკომპეტენტური და მოღალატეობრივი” უწოდა, ტრამპმა საპასუხოდ დაწერა: „ვხედავ, რომ გადაჭარბებულად შეფასებული ბრიუს სპრინგსტინი უცხო ქვეყანაში მიდის, რომ აშშ-ის პრეზიდენტზე ცუდად ილაპარაკოს.”

„არასდროს მომწონდა ის და მისი მუსიკა, ან მისი რადიკალური მემარცხენე პოლიტიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის არ არის ნიჭიერი ადამიანი, არამედ უბრალოდ ამბიციური, უსიამოვნო სულელი, რომელიც მხურვალედ უჭერდა მხარს ჯო ბაიდენს, მენტალურად გაუწონასწორებელ და ჩვენს ყველაზე ცუდ პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანა ლამის განადგურებამდე მიიყვანა. მძინარე ჯომ თავად არ იცოდა, რას აკეთებდა, მაგრამ სპრინგსტინი ხისთავიანია და ვერ ხედავდა, რა ხდებოდა, ან იქნებ ხედავდა კიდეც (რაც კიდევ უფრო უარესია)?!

ამ გამომშრალმა როკერის ჩირმა (მისი კანი სრულად ატროფირებულია!) უნდა დახუროს პირი, სანამ ქვეყანაში დაბრუნდება, თორემ ვნახავთ, როგორ გაგრძელდება ეს ამბავი მისთვის!”

ორი იმპიჩმენტის მქონე პრეზიდენტის კომენტარი სპრინგსტინის მანჩესტერის კონცერტს მოჰყვა, სადაც მუსიკოსმა თქვა: 

„ჩემი სახლი, ამერიკა, რომელიც მიყვარს, ამერიკა, რომელზეც სიმღერებს ვწერ და რომელიც 250 წლის განმავლობაში იმედისა და თავისუფლების შუქურაა, ახლა კორუმპირებული, არაკომპეტენტური და მოღალატე ადმინისტრაციის ხელშია. ამ საღამოს ჩვენ ვთხოვთ ყველას, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და ჩვენი საუკეთესო ამერიკული გამოცდილების, აიმაღლეთ ხმა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. დაე, დარეკოს თავისუფლების ზარმა.” 

სპრინგსტინი, რომელმაც აღნიშნული სიტყვა ინსტაგრამზეც დაპოსტა, დიდი ხანია, აქტიურადაა ჩართული ამერიკის პოლიტიკაში. ის მხარს უჭერდა ტრამპის ოპონენტ კამალა ჰარისს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ოთხი წლით ადრე კი მან ტრამპს „დემოკრატიის საფრთხე” უწოდა.

სპრინგსტინი ერთ-ერთია იმ მრავალ მუსიკოსთაგან, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტს ღიად უპირისპირდებიან. ამასთან, ის არ არის ერთადერთი, ვინც ბოლო დროს ტრამპმა საჯაროდ გააკრიტიკა.  პარასკევს ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტი ტეილორ სვიფტზეც დაწერა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Rihanna - Black Panther 2: Wakanda Forever-ის პრემიერაზე, 2022 წლის 26 ოქტომბერი. ფოტო: Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic

Rihanna-ს ახალი სიმღერა Friend of Mine  „სმურფების“ ანიმაციური ფილმის საუნდტრეკი იქნება

შემდეგი სტატია

Jin Courtesy of BIGHIT MUSIC

კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი