L’Impératrice  – პარიზული რეტრო-ფუტურიზმი თბილისის სცენაზე

L’Impératrice – ფრანგული დისკო-პოპის სენსაცია საქართველოს 6 სექტემბერს ეწვევა და შოუს თბილისში, District 4-ის სცენაზე გამართავს.
L’Impératrice
L’Impératrice

ფრანგული ბენდი L’Impératrice პარიზში 2012 წელს დაარსდა და მალევე თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ ჯგუფად იქცა.  ბენდმა მსმენელის ყურადღება ავთენტური ჟღერადობითა და ელექტრო-დისკო ექსპერიმენტებით მიიპყრო. მათი მუსიკა უმეტესად ფანკის, სინთი-პოპის და ელექტრონული ჟანრების სინთეზს წარმოადგენს. L’Impératrice გამოდიოდა ისეთ ცნობილ ფესტივალებზე, როგორებიცაა: Coachella, Primavera Sound და Outside Lands.

კარიერის განმავლობაში ბენდმა სამი სტუდიური ალბომი და არაერთი ჰიტი გამოსცა. Vanille Fraise, Peur des filles და Agitations tropicales –  ეს სწორედ ის კომპოზიციებია, რომლებმაც მათ გლობალურ მუსიკალურ სივრცეში დაუმკვიდრა ადგილი. 

2024 წელს ჯგუფი სცენაზე მნიშვნელოვანი სიახლით, ახალ ვოკალისტთან ერთად ახალი ალბომით დაბრუნდა. Pulsar  სრულად ავთენტური ალბომია, რომელიც ფანკს, დისკოსა და დიფ ჰაუსს აერთიანებს. ამ მუსიკალური ექსპერიმენტით ჯგუფმა ახლებური, განსხვავებული ჟღერადობა შექმნა.

L’Impératrice თბილისს სწორედ ამ ალბომის ფარგლებში გამართული ტურით ეწვევა. უნიკალური ჟღერადობითა და სცენური ენერგიით ცნობილი ფრანგული ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 6 სექტემბერს წარდგება. 

ღონისძიება  District 4-ში, ინდუსტრიული სტილის სივრცეში გაიმართება, რომელიც დამოუკიდებელი ხელოვნებისა და მუსიკის განვითარებას უწყობს ხელს.

ბილეთების შეძენა 22 მაისიდან პლატფორმა TKT.ge-ზე იქნება შესაძლებელი. ღონისძიების ორგანიზატორია Music Cookz – ახალი ქართული კომუნა, რომელიც შთამბეჭდავი მუსიკალური ღონისძიებების სერიას ქმნის. L’imperatrice-ის ლაივი კი ამ სერიის პირველი ღონისძიებაა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტეილორ სვიფტის ცნობილი სიმღერის  — Look What You Made Me Do (Taylor’s Version) პრემიერა სერიალ The Handmaid’s Tale-ის ახალ ეპიზოდში შედგა

შემდეგი სტატია

შაკირა „ზოოტოპია 2-ში” გაზელის როლით ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი