ტეილორ სვიფტის ცნობილი სიმღერის  — Look What You Made Me Do (Taylor’s Version) პრემიერა სერიალ The Handmaid’s Tale-ის ახალ ეპიზოდში შედგა

სერიალის მთავარი როლის შემსრულებლისა და აღმასრულებელი პროდიუსერის, ელისაბეთ მოსის თქმით, The Handmaid’s Tale-ის შემოქმედებითი გუნდისთვის პატივია სვიფტის მუსიკის გამოყენება სერიალის ფინალურ ეპიზოდებში.
ელისაბეთ მოსი და ჯოშ ჩარლისი The Handmaid’s Tale-ის მე-6 სეზონის მე-9 ეპიზოდში.
Steve Wilkie/Disney

The Handmaid’s Tale-ის უახლეს ეპიზოდში ტეილორ სვიფტის სიმღერის, სახელწოდებით Look What You Made Me Do, ახალი ვერსიის პრემიერა შედგა. სვიფტმა სიმღერა ხელახლა ჩაწერა დაანონსებული ალბომისთვის — Reputation (Taylor’s Version).

სიმღერა ეპიზოდის დასაწყისშივე ისმის, როცა მხევლები სერიალის მთავარი გმირის, ჯუნ ოსბორნის (ელისაბეთ მოსის) ხელმძღვანელობით, პოლიტიკური მმართველების წინააღმდეგ აჯანყებას იწყებენ. სწორედ ამ სცენის ფონად ჟღერს ტეილორ სვიფტის ცნობილი სიმღერის განახლებული ვერსია.

ელისაბეთ მოსმა, რომელიც სერიალის არა მხოლოდ მთავარი როლის შემსრულებელი, არამედ აღმასრულებელი პროდიუსერიც არის, Billboard-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში თქვა, რომ ეს მუსიკალური გადაწყვეტა დიდი ხნის დაგეგმილი იყო:

„ბევრი წელი მინდოდა სერიალში ტეილორის სიმღერის გამოყენება და საბედნიეროდ, სწორედ ახლა ვიპოვეთ იდეალური მომენტი. მიხარია, რომ მოვიცადეთ, რადგან ამაზე შესაფერისი მომენტი და სიმღერა უბრალოდ არ არსებობს,“ — ამბობს მოსი.

აღსანიშნავია, რომ ელისაბეთ მოსი შარშან The Eras Tour-ის ფარგლებში გამართულ ტორონტოს კონცერტს პარტნიორ მსახიობთან, ბრედლი უიტფორდთან ერთად დაესწრო. „ტეილორი ჩემთვის დიდი შთაგონებაა. მე თავადაც მისი ფანი ვარ,“ — ამბობს მოსი და აღნიშნავს, რომ The Handmaid’s Tale-ის შემოქმედებითი გუნდისთვის პატივია სვიფტის მუსიკის გამოყენება სერიალის ფინალურ ეპიზოდებში.

„მონტაჟის რეჟისორს ვუთხარი, რომ მინდოდა, ტეილორის სიმღერა ბოლო ორ ეპიზოდში სადმე ჩაგვესვა. როცა მე-9 ეპიზოდის გამხსნელი სცენისთვის მუსიკას ვეძებდით, ეს იდეა სწორედ ვენდის დაებადა და მადლობა მას ამ ტრეკის შერჩევისთვის,“ — ყვება ელისაბეთ მოსი.

სერიალის მონტაჟის რეჟისორი ვენდი ჰალამ მარტინი ამბობს, რომ ზოგჯერ მუსიკა იმდენად ზუსტად ერგება სცენას, თითქოს სწორედ ამისთვის დაიწერა. „ბევრი სიმღერა ვცადეთ ამ კონკრეტული სცენისთვის, მაგრამ ვიცოდით, რომ მოსს ძლიერი ქალის ხმა და გზავნილი სჭირდებოდა. ტეილორი სწორედ ის არტისტია, რომელმაც ეს ორი ელემენტი იდეალურად შემოიტანა როგორც ტექსტით, ასევე ჟღერადობით. როდესაც სიმღერა სცენას დავადე, თემატურადაც, რითმულადაც და მონტაჟურადაც ჯადოსნური სიზუსტით დაემთხვა,” — აცხადებს ვენდი Billboard-თან საუბრისას.

ნახეთ The Handmaid’s Tale-ის მე-6 სეზონის მე-9 ეპიზოდის გამხსნელი სცენა და მოუსმინეთ ტეილორ სვიფტის სიმღერის ახალ ვერსიას:

ეს პირველი შემთხვევაა, როცა სვიფტის გულშემატკივრებმა Reputation (Taylor’s Version)-ის ფრაგმენტი მოისმინეს. თავდაპირველად სიმღერა 2017 წელს გამოვიდა და სწორედ ამ ტრეკით დაიწყო ტეილორ სვიფტის პროვოკაციული Reputation-ის ეპოქა. სიმღერა სამი კვირის განმავლობაში იყო Billboard Hot 100-ის ჩარტის ლიდერი, ხოლო ალბომი ოთხი კვირა იკავებდა Billboard 200-ის პირველ ადგილს.

Reputation ტეილორის 2007 წლის სადებიუტო ალბომთან ერთად, ერთ-ერთია იმ ორ ალბომს შორის, რომლის განახლებული ვერსიაც არტისტს ჯერ არ ჩაუწერია. ამ დროისთვის ხელახლა ჩაწერილია ოთხი ალბომი — Fearless (Taylor’s Version), Red (Taylor’s Version), Speak Now (Taylor’s Version) და 1989 (Taylor’s Version). ყველა მათგანი გამოსვლისთანავე Billboard 200-ის პირველ ადგილს იკავებდა.

2025 წლის ოქტომბერში ორი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ტეილორმა უკანასკნელად გამოუშვა Taylor’s Version-ის სერიიდან ალბომი — 1989-ის ახალი ვერსია 2023 წელს გამოვიდა. ამიტომაც ფანები სულ უფრო მოუთმენლად ელიან შემდეგ ჩანაწერს. 

ჯერჯერობით Reputation (Taylor’s Version)-ის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დეტალია ცნობილი: 2024 წლის მარტში ტეილორმა სიმღერის მცირე ნაწყვეტი წარადგინა Apple TV+-ის სერიალში — The Dynasty: New England Patriots. 2023 წლის აგვისტოში კი Delicate (Taylor’s Version) გაჟღერდა სტრიმინგ სერვის Prime Video-ს სერიალში — The Summer I Turned Pretty.

ტეილორ სვიფტის ვებ-გვერდზე და სოციალურ მედიაში გავრცელებული მინიშნებების გამო, მომღერლის გულშემატკივრების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ის მალე გამოაცხადებს Reputation (Taylor’s Version)-ის გამოსვლის თარიღს. ფანები ვარაუდობენ, რომ ეს 26 მაისს, ამერიკის მუსიკალურ დაჯილდოებაზე — Memorial Day-ზე მოხდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტრამპი ამტკიცებს, რომ ბიონსე და ბრიუს სპრინგსტინი „საარჩევნო კამპანიის თაღლითურ სქემაში” მონაწილეობდნენ

შემდეგი სტატია

L’Impératrice

L’Impératrice  – პარიზული რეტრო-ფუტურიზმი თბილისის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი