საფრანგეთის პოლიციამ ჯიმ მორისონის საფლავიდან 37 წლის წინ მოპარული ბიუსტი იპოვა

ხორვატიელი არტისტის მიერ შექმნილი ბიუსტი მუსიკოსის საფლავზე 1981 წელს, მისი გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე დაიდგა.
ჯიმ მორისონი 1968 წელს
Paul Ferrara/Michael Ochs Archives/Getty Images

თითქმის ოთხი ათწლეულის შემდეგ საფრანგეთის პოლიციამ The Doors-ის სოლისტის, ჯიმ მორისონის საფლავიდან მოპარული ბიუსტი იპოვა. სკულპტურა, რომლის ავტორი ხორვატიელი არტისტი მლადენ მიკულინია, მორისონის საფლავზე 1981 წლის 3 ივლისს, მუსიკოსის გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე დაიდგა.  შვიდი წლის შემდეგ კი, 1988 წლის მაისში, ბიუსტი მოიპარეს. Vanity Fair-ის ინფორმაციით, სკულპტურა ორმა პირმა წაიღო, რომლებმაც ღამე სასაფლაოზე გაატარეს.  

წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები, თუ რა ბედი ეწია ბიუსტს. 37 წლის შემდეგ კი პარიზის პოლიციამ განაცხადა, რომ სკულპტურა ნაპოვნია და მისი აღმოჩენა თაღლითობის საქმეზე ჩატარებულ ჩხრეკას უკავშირდება. სხვა დეტალები იმის შესახებ, თუ სად იყო ბიუსტი ამ წლების განმავლობაში, ან დაუბრუნდება თუ არა მის თავდაპირველ ადგილს, არ გახმაურებულა. 

მორისონმა მსოფლიო აღიარება 60-იან წლებში The Doors-ის სოლისტის რანგში მოიპოვა. ოთხი წლის განმავლობაში ჯგუფმა ექვსი ალბომის გამოცემა მოახერხა. 1967 წელს ბენდის სახელწოდებით გამოშვებული სადებიუტო ალბომი Billboard 200-ის ლიდერი გახდა, მისი სიმღერა Light My Fire კი Hot 100-ის პირველ ადგილზე გავიდა. ყველა ალბომი, რომელიც მორისონის სიცოცხლეში გამოვიდა, ჩარტის ტოპ ათეულში მოხვდა. 

მორისონი 1971 წლის 3 ივლისს, 27 წლის ასაკში, პარიზში, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ის პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტის სამხრეთ კორეის კონცერტი გაუქმდა

შემდეგი სტატია

Rihanna და A$AP Rocky ფილმი Highest 2 Lowest-ის პრემიერაზე, 78-ე კანის კინოფესტივალი, 2025 წლის 19 მაისი. ფოტო: Michael Buckner / Variety, Getty Images

კანის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე A$AP Rocky-სთან ერთად Rihanna-ც წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი