კანიე უესტის სამხრეთ კორეის კონცერტი გაუქმდა

რეპერს ქალაქ ინჩხონის მთავარ სტადიონზე 31 მაისს უნდა ემღერა.
კანიე უესტი
Scott Dudelson/Getty Images

კანიე უესტი სამხრეთ კორეაში აღარ იმღერებს, ყოველ შემთხვევაში, ამ თვეში, რადგან მისი კონცერტი, რომელიც 31 მაისს ინჩხონში უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ბილეთების გაყიდვის კორეული პლატფორმის ინფორმაციით, ღონისძიების გაუქმების მიზეზი რეპერის გარშემო არსებული აზრთა სხვადასხვაობაა. მათი მხრიდან დამატებითი დეტალები არ დაკონკრეტებულა.

„ვწუხვართ, გაცნობოთ, რომ კონცერტი YE LIVE IN KOREA, რომელიც 2025 წლის 31 მაისს უნდა გამართულიყო, გაუქმდა იმ აზრთა სხვადასხვაობის გამო, რომელიც არტისტის გარშემოა. გულწრფელად გიხდით ბოდიშს შექმნილი დისკომფორტისთვის და გთხოვთ, რომ გაგვიგოთ. ყველა შეძენილი ბილეთი ავტომატურად გაუქმდება და გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნდებათ.”

ცოტა ხნის წინ უესტი ესპანეთში, მალიორკაზე დააფიქსირეს მეუღლესთან და სტრიმერებთან – Sneako-სა და Digital Nas-თან ერთად. ბოლო თვეების განმავლობაში არტისტი რამდენიმე სკანდალში გაეხვა, სოციალურ მედიაში ანტისემიტური და ანტი-LGBT რიტორიკის გავრცელების გამო. მისი მტკიცებით, სიმღერა Heil Hitler ყველა სტრიმინგ პლატფორმიდან აიღეს.

„Heil Hitler ყველა სტრიმინგ პლატფორმამ დაბლოკა,” – დაწერა მუსიკოსმა ტვიტერზე. „მაშინ, როცა რენდი ნიუმენის Rednecks დღემდე ისტრიმება.”

ბოლო ინტერვიუში არტისტმა პირს მორგანის შოუ სტუდიაში შესვლიდან რამდენიმე წუთში დატოვა. „ვერაფერს დამაკლებთ, ძმაო. მე საჩუქარი ვარ. რატომ იქცევით ხალხიც და მედიაც ისე, თითქოს ჩემი სიმღერები არ დაგიკრავთ ქორწილებში, გამოსაშვებ საღამოებსა თუ გასვენებებზე? ან თქვენი შვილის დაბადებისას? ეს აჩვენებს, თუ რამხელა სიძულვილი გაქვთ ადამიანების მიმართ, რომლებიც სიყვარულს გასცემენ, რადგან ძალიან დიდი სიყვარულია ხელოვნებაში, რომელსაც მე ვქმნი.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Soundgarden - 1994 წლის თებერვალი, ტოკიო, იაპონია. ფოტო: კოჰ ჰასაბე /Shinko Music/Getty Images

Soundgarden-ის ბასისტი ბენ შეპერდი ახალ ალბომს აანონსებს, რომელიც ბენდის ვოკალისტის, კრის კორნელის ხსოვნას მიეძღვნება

შემდეგი სტატია

საფრანგეთის პოლიციამ ჯიმ მორისონის საფლავიდან 37 წლის წინ მოპარული ბიუსტი იპოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი