სკოლის ბოლო წელიწადი სხვადასხვა ემოციითაა სავსე. აღტაცება, მღელვარება და სევდა სულ რამდენიმეა იმ მრავალი ემოციიდან, რომლებსაც მოსწავლეები განიცდიან, როცა ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ემზადებიან.
ყველას ახსოვს ბოლო კლასი და დღე, როცა დრო მოდის, სკოლას დაემშვიდობო და ეს მომენტი აღნიშნო. გამოსაშვები საღამოს წვეულებისთვის კი “ბილბორდი” წარმოგიდგენთ 25 სიმღერას, დაწყებული კომპოზიციებით, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის დაიწერა, დასრულებული მელანქოლიური და ოპტიმისტური სიმღერებით. სიაში გათვალისწინებული არიან ისინიც, ვისაც სკოლა საერთოდ არ უყვარდა. მოკლედ, მასში ნებისმიერი ადამიანი იპოვის თავისი გემოვნების კომპოზიციას.
- Vitamin C, “Graduation (Friends Forever)”
გამორჩეული ფრაზა: Cause we’re moving on and we can’t slow down/ These memories are playing like a film without sound
Vitamin C-ის 2000-იანების ეს ჰიტი გამოსაშვები წვეულების განუყოფელი ნაწილია. თუმცა მზად იყავით იმისთვის, რომ მისი მისამღერი მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში აგეკვიატებათ. მოუსმინეთ.
2. Green Day, “Good Riddance (Time of Your Life)”
გამორჩეული ფრაზა: So take the photographs and still frames in your mind/ Hang it on a shelf in good health and good time
Green Day-ს სოლისტი ბილი ჯო არმსტრონგი გვახსენებს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი რაღაცის გამო ხდება. მართალია, სიმღერა თავდაპირველად ურთიერთობის დასრულებას მიეძღვნა, თუმცა ის ძალიან კარგად ერგება მოგონებების, ზრდისა და წინსვლის სადღეგრძელოს. მოუსმინეთ.
3. Queen, “Don’t Stop Me Now”
გამორჩეული ფრაზა: I’m a shooting star leaping through the sky like a tiger/ Defying the laws of gravity
არაფერს შეუძლია შეაჩეროს ფრედი მერკური ბენდის ამ ენერგიულ ჰიტში. ეს სიმღერა ნამდვილად მოგანდომებთ კარგი დროის გატარებას. მოუსმინეთ.
4. ლიზო, “About Damn Time”
გამორჩეული ფრაზა: Turn up the music, turn down the lights/ I got a feelin’ I’m gon’ be alright
არ აქვს მნიშვნელობა, იცით თუ არა ტიკტოკის ცეკვა, ლიზოს 2023 წლის გრემის მფლობელი ჰიტი ნებისმიერ შემთხვევაში ფეხზე აგაყენებთ და მთელი წვეულების განმავლობაში გაცეკვებთ. მოუსმინეთ.
5. OneRepublic, “Good Life”
გამორჩეული ფრაზა: Hopelessly, I’m taking a mental picture of you now/ ‘Cause hopelessly, the hope is we have/ So much to feel good about
OneRepublic სკოლადამთავრებულებს მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან რჩევას უზიარებს: იყავი შენი თავი! “ჰეითერები” მოვლენ და წავლენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ შეგიძლია, ცხოვრებისგან საუკეთესო მიიღო. მოუსმინეთ.
6. Macklemore feat. Kesha, “Good Old Days”
გამორჩეული ფრაზა: Cause someday soon, your whole life’s gonna change/ You’ll miss the magic of the good old days
სკოლის დამთავრება, ეჭვგარეშეა, რომ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა. ეს სიმღერაც სწორედ ცხოვრების ყველაზე ძვირფას მომენტებს ეხება. მოუსმინეთ.
7. კეტი პერი, “Firework”
გამორჩეული ფრაზა: Maybe a reason why all the doors are closed/ So you could open one that leads you to the perfect road
იმ შემთხვევაში, თუ, ამხელა მიღწევის მიუხედავად, სიყვარულს მაინც არ გრძნობთ, კეტი პერის ეს სიმღერა ზურგს გაგიმაგრებთ. მოუსმინეთ.
8. Kid Cudi, “Pursuit of Happiness (Nightmare)”
გამორჩეული ფრაზა: People told me slow my roll, I’m screaming out “F—k that”/ I’ma do just what I want, looking ahead, no turning back
ჰიპ-ჰოპ სიმღერა განუწყვეტელი წარმატებისკენ განგაწყობთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ გზაზე დაბრკოლებებს არ შეხვდებით. მოუსმინეთ.
9. fun. feat. Janelle Monae, “We Are Young”
გამორჩეული ფრაზა: So let’s set the world on fire/ We can burn brighter/ Than the sun
მხიარულება ზუსტად ისაა, რასაც ამავე სახელწოდების პოპ-როკბენდი აღნიშნულ ჰიტში აკეთებს. სიმღერა მოგონებებსა და გაზრდას ეხება. მოუსმინეთ.
10. ბილი აილიში, “my future”
გამორჩეული ფრაზა: Know I’m supposed to be unhappy/ Without someone (someone)/ But aren’t I someone?
სიმღერა, რომელსაც წარსულის შესახებ სევდიანი და ინტროსპექციული დასაწყისი აქვს, ოპტიმისტური მომავლის იმედად გადაიქცევა. მოუსმინეთ.
11. ბილ უიზერსი, “Lovely Day”
გამორჩეული ფრაზა: When the day that lies ahead of me/ Seems impossible to face
ყველას გვქონია ისეთი დღეები, როცა არ შეგვიძლია მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა. ბილ უიზერსის ეს სიმღერა აუცილებლად გამოგიყვანთ ნებისმიერი მდგომარეობიდან. მოუსმინეთ.
12. პოსტ მელოუნი feat. Quavo, “Congratulations”
გამორჩეული ფრაზა: I was patient/ Now I can scream that we made it (We made it)
წარმატების მანიფესტაციაა პოსტ მელოუნისა და Quavo-ს სიმღერის მთავარი თემა. ეს კი სწორედ ის ენერგიაა, რაც სკოლადამთავრებულებს სჭირდებათ. მოუსმინეთ.
13. ნიკი მინაჟი და დრეიკი “Moment 4 Life”
გამორჩეული ფრაზა: No, I’m not lucky, I’m blessed, yes/ Clap for the heavyweight champ, me/ But I couldn’t do it all alone, we
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით რეპში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელები არიან, ნიკი მინაჟსა და დრეიკს ეს თავში არ ავარდნიათ. დუეტი პატივს მიაგებს ყველას, ვინც მათ დაეხმარა მოსულიყვნენ იქ, სადაც ახლა არიან. მოუსმინეთ.
14. ტეილორ სვიფტი, “Long Live”
გამორჩეული ფრაზა: You held your head like a hero/ On a history book page/ It was the end of a decade/ But the start of an age
ტეილორ სვიფტი საუკეთესო მოგონებებს იხსენებს ალბომში Speak Now. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერაში სვიფტი თავის წარმატებას უმღერის, მისი ტექსტი ძალიან ახლოს მოვა სკოლადამთავრებულებთანაც. მოუსმინეთ.
15. Kool & The Gang, “Celebration”
გამორჩეული ფრაზა: So bring your good times and your laughter too/ We gonna celebrate your party with you
არც ერთი წვეულება არ იქნება სრულყოფილი ამ სიმღერის გარეშე. მოუსმინეთ.
16. Maroon 5, “Memories”
გამორჩეული ფრაზა: There’s a time that I remember, when I did not know no pain/ When I believed in forever, and everything would stay the same
Maroon 5-ის ნოსტალგიური სიმღერა არა მხოლოდ თქვენი გამოსაშვები საღამოს, არამედ 10 წლის შემდგომი შეკრების ნაწილიც გახდება. კითხვა კი უცვლელი რჩება: რომელია ის მოგონებები, რომლებზეც წლების შემდეგ კვლავ ისაუბრებთ? მოუსმინეთ.
17. Wiz Khalifa & Empire of the Sun, “The Thrill”
გამორჩეული ფრაზა: College educated, she graduated
არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ზაფხულის ერთი საფინალო წვეულება თუ დასამახსოვრებელი გამოსაშვები საღამო, The Thrill იდეალური სიმღერაა ძველი ამბების დასასრულებლად, სანამ ცხოვრების ახალ თავს გადაფურცლავთ. მოუსმინეთ.
18. ლორდი, “Ribs”
გამორჩეული ფრაზა: This dream isn’t feeling sweet/ We’re reeling through the midnight streets/ And I’ve never felt more alone/ It feels so scary, getting old
მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ტექსტი არ არის საზეიმო ან ნოსტალგიური, ლორდი იდეალურად ახერხებს იმ შიშის დაფიქსირებას, რაც გაზრდასთან ასოცირდება. მოუსმინეთ.
19. ბენი ბლანკო და Juice WRLD, “Graduation”
გამორჩეული ფრაზა: What I didn’t know was this grown-up world (This grown-up world)/ Was just school in a blown-up world (This blown-up world)
ბენი ბლანკომ და Juice WRLD-მა ენერგიული, თუმცა ოდნავ სევდიანი ვერსია შექმნეს Vitamin D-ის 2000-იანების ამავე სახელწოდების სიმღერისა (რომელიც ასევე ჩვენს სიაშია). მოუსმინეთ.
20. Lil Nas X feat. ჯეკ ჰარლოუ, “INDUSTRY BABY”
გამორჩეული ფრაზა: Turned my haters to consumers, I make vets feel like they juniors
ეს სიმღერა ჩემპიონებისთვისაა. ამ შემთხვევაში – სკოლადამთავრებულებისთვის. მათი იდუმალი დუეტით Lil Nas X და ჯეკ ჰარლოუ უკან, სკოლაში გამოგზაურებენ. მოუსმინეთ.
21. ელის კუპერი, “School’s Out”
გამორჩეული ფრაზა: Well, we got no class/ And we got no principles/ And we got no innocence
ელის კუპერის გამხსნელი ჰიტი, ალბომიდან School’s Out, მათ ეძღვნება, ვისაც სკოლასთან საუკეთესო გამოცდილება არ აკავშირებს და უბრალოდ მადლობელია, რომ ის დასრულდა. მოუსმინეთ.
22. Black Eyed Peas, “I Gotta Feeling”
გამორჩეული ფრაზა: I know that we’ll have a ball/ If we get down and go out and just lose it all
ეს შესაძლოა 2009 წლის ერთ-ერთი ყველაზე აკვიატებული სიმღერაცაა, რომელიც Billboard Hot 100-ში 14 კვირის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ მაინც, შეუძლებელია, გამოსაშვებმა საღამომ ამ ჰიტის გარეშე ჩაიაროს. მოუსმინეთ.
23. Panic! At The Disco, “Hey Look Ma, I Made It”
გამორჩეული ფრაზა: In the garden of evil/ I’m gonna be the greatest/ In a golden cathedral/ I’ll be praying for the faithless
ბენდის სოლისტი კომპოზიციაში იმ დადებით და უარყოფით მხარეებზე მღერის, რომელიც ცნობადობას ახლავს თან. მოუსმინეთ.
24. SZA, “Prom”
გამორჩეული ფრაზა: Promise to get a little/ Better as I get older/ And you’re so patient/ And sick of waitin’
SZA-ს ეს სიმღერა ერთგვარი რჩევაა ყველასთვის, ვინც ზრდასრულობაში შედის: “არა უშავს, თუ ყველაფერი ერთდროულად არ გექნება”. მოუსმინეთ.
25. კანიე უესტი და T-Pain, “Good Life”
გამორჩეული ფრაზა: The good life, let’s go on a living spree/ S—t, they say the best things in life are free
T-Pain-თან ერთად დადებითი განწყობის შემქმნელ დუეტში კანიე უესტი შეფარულად იყენებს მაიკლ ჯექსონის სემპლს. სიმღერა შედის შესაფერისად დასათაურებულ ალბომში Graduation. მოუსმინეთ.