ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბილი ჯოელი ყველა დაგეგმილ კონცერტს აუქმებს

„გულწრფელად ვწუხვარ, რომ ჩვენს აუდიტორიას იმედები გავუცრუე. მადლობა, რომ ჩემი გესმით,” — ვკითხულობთ მუსიკოსის მიმართვაში.
ბილი ჯოელი
Myrna Suarez

ბილი ჯოელმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო დაგეგმილ კონცერტებს აუქმებს. განცხადება მუსიკოსმა 23 მაისს სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

ჯოელის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ექიმებმა მას ე.წ. ნორმალური წნევის ჰიდროცეფალია დაუდგინეს. მუსიკოსის მდგომარეობა ბოლო პერიოდში ჩატარებული კონცერტების ფონზე გაუარესდა და გავლენა მოახდინა მის სმენაზე, მხედველობასა და წონასწორობის შენარჩუნების უნარზე.

„ბილი ჯოელი სპეციალურ ფიზიკურ თერაპიას გადის და ექიმის რეკომენდაციით, დროებით თავი უნდა შეიკავოს სცენაზე გამოსვლისგან. ის მადლიერია იმ პროფესიონალური მზრუნველობისთვის, რომელსაც ახლა იღებს. მისი უმთავრესი პრიორიტეტი ახლა ჯანმრთელობაა. მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და იმედოვნებს, რომ მალე კვლავ შეძლებს სცენაზე დაბრუნებას,“ — აღნიშნულია განცხადებაში. ტექსტის ბოლოს კი ბილი ჯოელის პირად მიმართვას ვკითხულობთ: „გულწრფელად ვწუხვარ, რომ ჩვენს აუდიტორიას იმედები გავუცრუე. მადლობა, რომ ჩემი გესმით.“

ყველა მსმენელს, ვისაც ბილი ჯოელის კონცერტებზე დასასწრები ბილეთები უკვე შეძენილი ჰქონდა, თანხა უკან დაუბრუნდება.

რაც შეეხება მუსიკოსის დიაგნოზს, კლივლენდის კლინიკის ინფორმაციით, ნორმალური წნევის ჰიდროცეფალია არის მდგომარეობა, როცა თავის ტვინის სითხე ჭარბად გროვდება თავის ქალაში და ტვინზე ზეწოლას ახდენს. ამან შეიძლება იმოქმედოს აზროვნებაზე, კონცენტრაციაზე, მეხსიერებაზე, მოძრაობასა და სხვა ნერვულ ფუნქციებზე. მკურნალობა, როგორც წესი, გულისხმობს სპეციალური შუნტის იმპლანტაციას, რომელიც ტვინიდან ზედმეტ სითხეს განდევნის.

ჯოელს დაგეგმილი ჰქონდა რამდენიმე სოლო და ერთობლივი კონცერტები ზაფხულსა და შემოდგომაზე. კოლაბორაციული კონცერტები მოიცავდა ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობას, როგორებიც არიან სტინგი, როდ სტიუარტი და სტივი ნიქსი. გარდა ამისა, არტისტს კონცერტები უნდა გაემართა 2026 წლის პირველ ნახევარშიც.

ჯოელმა ერთხელ უკვე გადადო ტურნეს რამდენიმე თარიღი ოთხი თვით, თუმცა მაშინ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია დეტალურად არ გაუსაჯაროებია. „მიუხედავად იმისა, რომ ძალზე ვწუხვარ კონცერტების გადადების გამო, ჯანმრთელობა პირველ ადგილზე უნდა დავაყენო. ველოდები სცენაზე დაბრუნებას და იმ სიხარულის გაზიარებას, რასაც ცოცხალი მუსიკა გვანიჭებს. მადლობა გაგებისთვის,” — განაცხადა ჯოელმა 2025 წლის მარტში.

ხუთგზის გრემის მფლობელი მუსიკოსისთვის ეს კონცერტები თავისი კარიერის მნიშვნელოვანი მომენტი იყო. მისი უკვე გაუქმებული საღამოები Yankee Stadium-ზე (ბრონქსი), MetLife Stadium-ზე (ნიუ ჯერსი) და Citi Field-ზე (ქუინსი) ბილი ჯოელს პირველ არტისტად აქცევდა, რომელიც ერთ ზაფხულში ნიუ-იორკის სამივე დიდ სტადიონზე დაუკრავდა. „თითოეულს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ნიუ-იორკის აუდიტორიის ენერგიას სხვაგან ვერსად შეხვდებით,” — განუცხადა ჯოელმა Billboard-ს თებერვალში.

ჯოელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მალევე გავრცელდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი ორსერიანი დოკუმენტური ფილმის — Billy Joel: And So It Goes — პრემიერა ტრაიბეკას კინოფესტივალზე, ივნისში შედგება. ამის შემდეგ ნამუშევარი HBO-ზე გავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ევროვიზიის გამარჯვებულს სურს, რომ 2026 წლის კონკურსზე ისრაელი არ დაუშვან

შემდეგი სტატია

წარმოგიდგენთ 25 სიმღერას 2025 წლის გამოსაშვები საღამოსთვის

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი