ბრიტნი სპირსი შუა ფრენის დროს თვითმფრინავში სიგარეტის მოკიდების ინციდენტზე საუბრობს

„ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც შეურაცხყოფა მივაყენე,” – დაწერა პოპვარსკვლავმა.
ბრიტნი სპირსი
Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic

ბრიტნი სპირსი შუა ფრენის დროს თვითმფრინავში სიგარეტის მოკიდების ინციდენტს ეხმაურება მას შემდეგ, რაც ის მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.

43 წლის პოპვარსკვლავმა სიგარეტს საზოგადო ჩარტერული რეისის ბორტზე მოუკიდა, რომლის ჩაქრობაც მას ბორტგამცილებელმა მოსთხოვა. თვითმფრინავში მოწევა ფედერალური ავიაციის რეგულაციების დარღვევაა. ინციდენტის შემდეგ ოფიციალურმა უწყებებმა სპირსს გაფრთხილება მისცეს.

გადმოცემით, მომღერალი დაცვასთან ერთად მექსიკიდან ლოს-ანჯელესში მიფრინავდა. მეორე დღეს სპირსი ინციდენტს ინსტაგრამზე გამოეხმაურა და ამბის მისეული ვერსია დაწერა.

„მე გუშინ!!! რეალურად ეს წარმოუდგენლად სასაცილოა!!!” – წერს მომღერალი და ფრენის დროს გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. „ზოგ თვითმფრინავში, რომელშიც ვყოფილვარ, უმეტესად ნებადართულია მოწევა, მაგრამ ეს განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან სასმლის სადგამები სკამების გარეთ იყო!!!”

„ვაღიარებ, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა არაყი დავლიე!!! და ვფიცავ, რომ ძალიან გონებაგახსნილი გავხდი! შემდეგ ვთქვი, რომ ძალიან მინდოდა სიგარეტი!!! ჩემმა მეგობარმა მომაწოდა და მე მოვუკიდე, რადგან ვიფიქრე, რომ ეს ის თვითმფრინავია, სადაც მოწევა შეიძლება!!!”

სპირსმა საკუთარი საქციელისთვის ბოდიში მოიხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ოფიციალური უწყებებისთვის მიმართვა „ზედმეტი” იყო. მომღერალი ამბობს, რომ ბორტგამცილებელი „უცნაურად” იქცეოდა და ამტკიცებს, რომ ის მის პირად სივრცეში შეიჭრა.

„ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც შეურაცხყოფა მივაყენე, მაგრამ ბორტაგმცილებლები ყოველთვის უპატივცემულოდ მექცევიან! და ვიფიქრე, რომ ოფიციალური უწყებები მხარს დამიჭერდნენ! არასდროს ვყოფილვარ საერთაშორისო აეროპორტში!

ბორტგამცილებელმა უწყებებს მიმართა, რადგან სიგარეტი მოვწიე! და დამამცირა, რაც, ჩემი აზრით, ზედმეტი იყო. თვითმფრინავში არავინ იმყოფებოდა პირველი 20 წუთის განმავლობაში, ის კი უფლებას არ მაძლევდა, სკამიდან ავმდგარიყავი! ძალიან უცნაურად იქცეოდა, რომ ადგილი არ დამეტოვებინა. არ მომეწონა, როგორ შემიკრა უსაფრთხოების ქამარი და შემოიჭრა ჩემს პირად სივრცეში!!!”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tbilisi Open Air 2025 გაიხსნა

შემდეგი სტატია

ჯეიმი ფოქსი წერტილს უსვამს ჭორებს, თითქოს Diddy-მ მისი მკვლელობა სცადა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი