ჯეიმი ფოქსი წერტილს უსვამს ჭორებს, თითქოს Diddy-მ მისი მკვლელობა სცადა

კომბსის წარმომადგენლებმა ჭორებს „უცნაური, სასაცილო და უსაფუძვლო” უწოდეს.
ჯეიმი ფოქსი
Gerald Matzka/Getty Images

2023 წელს ჯეიმი ფოქსს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დიაგნოზი კი, როგორც მოგვიანებით თავად დაადასტურა, ინსულტი იყო. თუმცა გაურკვევლობის პერიოდში სოციალურ მედიაში მრავალი ჭორი გავრცელდა, მათ შორის ინციდენტში Diddy-ს ჩართულობაზე. 

The Hollywood Reporter-თან ახალ ინტერვიუში კი ფოქსმა წერტილი დაუსვა მოარულ ხმებს, თითქოს რეპერმა მისი მკვლელობა სცადა.

„იდეალურ ფორმაში ვარ. გადავაწყდი ისეთ ჭორებს, თითქოს პაფი ჩემს მოკვლას ეცადა. არა, პაფს ჩემი მკვლელობა არ უცდია. როცა თქვეს, რომ მე კლონი ვიყავი, ამან წყობიდან გამომიყვანა. ამ დროს მე ვზივარ საავადმყოფოს საწოლზე და ვფიქრობ: ისინი ჩემს კლონირებას აპირებენ.”

57 წლის მსახიობმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოში ყოფნის დროს მას ნარკოტიკული საშუალებებით ამშვიდებდნენ და, მისი თქმით, ამის გამო, იქ გატარებული კვირები არ ახსოვს. 

„საავადმყოფოში ბევრს ვხუმრობდი. ეს ერთადერთი გზა იყო, რომ იმ ყველაფერს გავმკლავებოდი. მე კომიკოსი ვარ, მაშინაც კი, როცა დამამშვიდებლების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და ოქსიტოცინს, დილანტინსა და მორფინს ერთდროულად მიკეთებდნენ.”

ფოქსი Diddy-ს მიერ მისი მკვლელობის მცდელობასა და მათ მეგობრობაზე გავრცელებულ ჭორებს მანამდე, დეკემბერში, ნეტფლიქსის პროექტში What Had Happened Was გამოეხმაურა.

„ინტერნეტში ამბობდნენ, რომ პაფი ჩემს მოკვლას ცდილობდა. ვიცი, რასაც ფიქრობთ. Diddy? არა, მე მათი წვეულებები ადრე დავტოვე.”

ჭორებს კომბსის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და მათ უცნაური, სასაცილო და უსაფუძვლო უწოდეს. 

2023 წლის აპრილში ფოქსის ქალიშვილმა გაამხილა, რომ „ნეტფლიქსის” ფილმის, Back in Action-ის გადაღების დროს მსახიობი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფოქსმა საბოლოოდ განმარტა, რომ ტვინში სისხლდენამ ინსულტი გამოიწვია მას შემდეგ, რაც თქვა, რომ თავის ტკივილი აწუხებდა. მედდის ინფორმაციით, მსახიობის გადარჩენის შანსი მხოლოდ ხუთ პროცენტს შეადგენდა. 

ოსკაროსანმა მსახიობმა საავადმყოფოში თითქმის ერთი თვე გაატარა. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ მთელი ეს პერიოდი სიკვდილის პირას იდგა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრიტნი სპირსი შუა ფრენის დროს თვითმფრინავში სიგარეტის მოკიდების ინციდენტზე საუბრობს

შემდეგი სტატია

ბილი აილიში, 2025 წლის 4 მარტი, მალბურნი. ფოტო: ნაუმი რაჰიმი /Getty Images

ბილი აილიში 2025 წლის American Music Awards-ის მთავარი გამარჯვებულია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი