ბილი აილიში 2025 წლის American Music Awards-ის მთავარი გამარჯვებულია

მეორე ადგილი სამი ჯილდოთი Lady Gaga-მ და ბრუნო მარსმა დაიკავეს.
ბილი აილიში, 2025 წლის 4 მარტი, მალბურნი. ფოტო: ნაუმი რაჰიმი /Getty Images
ბილი აილიში, 2025 წლის 4 მარტი, მალბურნი. ფოტო: ნაუმი რაჰიმი /Getty Images

2025 წლის American Music Awards  ბილი აილიშმა ტრიუმფით დაასრულა. არტისტმა წარდგენილ შვიდივე ნომინაციაში გაიმარჯვა. 

მის მიღწევებს შორისაა წლის არტისტისა და პოპის ფავორიტი ქალი შემსრულებლის ტიტულები; წლის ალბომისა და ფავორიტი პოპ ალბომის ჯილდო ნამუშევრისთვის  – Hit Me Hard and Soft; წლის სიმღერისა და ფავორიტი პოპ სიმღერის ჯილდო Birds of a Feather-ისთვის და წლის ტურნეს არტისტის წოდება.

ბილი აილიშის ეს დიდი წარმატება გარკვეულად იმ იმედგაცრუებებს აკომპენსირებს, რაც ბოლო წლებში გადახდა. აილიშის ალბომი Hit Me Hard and Soft Billboard 200-ის ჩარტში მეორე პოზიციამდე ავიდა და გახდა პირველი სტუდიური ალბომი, რომელმაც ვერ მიაღწია პირველ ადგილს. ასევე, აილიშიმა მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის გრემიზე შვიდი ნომინაციით იყო წარდგენილი, ვერცერთ კატეგორიაში ვერ გაიმარჯვა.

American Music Awards (AMAs)  26 მაისს ლას ვეგასში, სასტუმრო Fontainebleau-ში გაიმართა, რომელსაც  ჯენიფერ ლოპესი უძღვებოდა.

სამი გამარჯვებით მეორე ადგილზე Lady Gaga და  ბრუნო მარსი გავიდნენ. დუეტმა ჰიტით  Die With a Smile ორი ჯილდო მიიღო –  წლის საუკეთესო კოლაბორაციისა და საუკეთესო მუსიკალური ვიდეოს კატეგორიებში.  Lady Gaga-მ საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული  არტისტის ნომინაციაში უკვე მეორედ მიიღო ჯილდო. ბრუნო მარსმა წლის საუკეთესო პოპ არტისტი მამაკაცის ტიტული მოიპოვა.

რეიტინგში შემდეგ ადგილზე, აღმოჩნდნენ: Post Malone, SZA, The Weeknd, Bad Bunny, ბიონსე, ემინემი და Twenty One Pilots.

მიუხედავად ექვსი ნომინაციისა, ტეილორ სვიფტმა, რომელიც American Music Awards-ის ისტორიაში ყველა დროის რეკორდსმენია 40 ჯილდოთი, წელს მათ ვერაფერი შემატა. ასევე ჯილდოს გარეშე დარჩნენ არტისტები: ჩაპელ როანი, Shaboozey და საბრინა კარპენტერი.

წლის საუკეთესო ახალ არტისტად აღიარეს გრეისი აბრამსი, სადაც ასევე იყვნენ წარდგენილნი: Benson Boone, ჩაპელ როანი, Shaboozey, ტედი სუიმსი, და ტომი რიჩმენი.

ბიონსეს ალბომმა Cowboy Carter American Music Awards-ზე წლის საუკეთესო ქანთრი ალბომის ჯილდო მოიპოვა. ამ კატეგორიაში ფერადკანიანმა არტისტმა ისტორიაში მესამედ მოიპოვა გამარჯვება: პირველად 1994 წელს ჩარლი პრაიდმა ალბომით: A Sunshiny Day With Charley Pride, მეორედ 2018 წელს კეინ ბრაუნმა  ალბომით Kane Brown. აღსანიშნავია, რომ Cowboy Carter-მა  საუკეთესო ქანთრი ალბომისა და წლის ალბომის კატეგორიაში გრემი უკვე მიიღო, თუმცა ალბომი Country Music Association Awards-ისა და Academy of Country Music Awards-ის ნომინაციებში არ შესულა. 

ბიონსემ ასევე მოიპოვა წლის საუკეთესო ქალი ქანთრი არტისტის ჯილდო. ამ ორმა გამარჯვებამ არტისტს AMA-ს საერთო ჯილდოების რაოდენობა 13-მდე გაზარდა.

Bad Bunny-მ მეოთხედ მოიპოვა წლის საუკეთესო ლათინო ამერიკელი მამაკაცი არტისტის და საუკეთესო ლათინო ალბომის ჯილდო. 

The Weeknd-მა მეოთხედ მოიგო წლის საუკეთესო მამაკაცი R&B არტისტის ჯილდო და მესამედ – წლის საუკეთესო R&B ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა.

Eminem-მა წლის საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტის ჯილდო მეოთხედ მოიგო, ამ კატეგორიაში არტისტმა საკუთარი რეკორდი გაიმყარა. 

Becky G-მ წლის საუკეთესო ლათინო ამერიკელი ქალი არტისტის ტიტული მესამედ მოიპოვა, ის ამავე ჯილდოს მფლობელი 2020 და 2021 წლებშიც გახდა.

Tyla წლის საუკეთესო აფრობითის არტისტად დასახელდა. იგი ასევე წარდგენილი იყო წლის საუკეთესო R&B ქალი არტისტის კატეგორიაშიც, თუმცა ეს ჯილდო SZA-მ მიიღო.

Arcane League of Legends: Season 2 – წლის საუკეთესო საუნდტრეკად დასახელდა, რომელსაც კონკურენციას უწევდა  ჰიტ-მიუზიკლის საუნდტრეკი Wicked: The Soundtrack. 

American Music Awards-ის ნომინაციები და გამარჯვებულები გულშემატკივრების აქტიურობას ემყარება,  მათ შორის სტრიმინგს, ალბომისა და სიმღერის გაყიდვებს, რადიო ეთერსა და ტურის შემოსავლებს, რაც Billboard-ისა და Luminate-ის საერთო მონაცემების შეკრებით განისაზღვრება და მოიცავს 2024 წლის 22 მარტიდან 2025 წლის 20 მარტის პერიოდს.

ღონისძიებას და დაჯილდოებას – American Music Awards  – Dick Clark Productions წარადგენს, რომელიც Penske Media Eldridge-ის მფლობელობაშია. ეს არის ერთობლივი ინდუსტრია, რომელიც Eldridge Industries-ისა და Penske Media-ს თანამშრომლობით შეიქმნა. Penske Media არის  მასმედიის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც  კულტურის, შოუბიზნესის და ჟურნალისტიკის სფეროში მრავალი ბრენდის, მათ შორის Billboard-ის მფლობელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეიმი ფოქსი წერტილს უსვამს ჭორებს, თითქოს Diddy-მ მისი მკვლელობა სცადა

შემდეგი სტატია

ემინემი 2025 წლის ამერიკის მუსიკალური დაჯილდოების ფავორიტი მამაკაცი ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

გიორგი მიქაძე photo: Jean-Baptiste Millot 2023 – Jardin Du Luxembourg Paris, France

ქართველი მუსიკოსი გიორგი მიქაძე ოფიციალურად გრემის Recording Academy-ს ჟიურის წევრი გახდა

„ეს ნიშნავს, რომ უკვე მაქვს შესაძლებლობა გრემის ჯილდოზე ხმის მიცემის, მუსიკოსების მხარდაჭერის და ჩემი ჩანაწერების წარდგენის გრემიზე.“ - გიორგი მიქაძე
მეტი

კენდრიკ ლამარი, SZA და კრის ბრაუნი 2025 წლის BET Awards-ის რეკორდსმენები გახდნენ

ლუთერ ვანდროსი ფანებმა ორ კატეგორიაში გაიხსენეს: გარდა იმისა, რომ Luther-მა საუკეთესო კოლაბორაციაში გაიმარჯვა, დოკუმენტური ფილმი Luther: Never Too Much საუკეთესო ფილმად დასახელდა.
მეტი

როდ სტიუარტი 2025 წლის ამერიკის მუსიკალური დაჯილდოების Lifetime Achievement Award-ის მფლობელი გახდა და ცერემონია Forever Young-ის სიმღერით დახურა

ლეგენდარული მუსიკოსი გაოცდა, როცა სცენაზე მისმა ხუთმა შვილმა წარადგინა.
მეტი