რა მოხდა შვედეთის სამეფო ღონისძიებაზე, სადაც ჰერბი ჰენკოკი, ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი დააჯილდოვეს 

ლაურეატებს Polar Music Prize გადაეცათ.
ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი
Annika Burglund/Polar Music Prize

ლეგენდარული Queen-ის როკერები ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი, ასევე ჯაზმენი ჰერბი ჰენკოკი და სოპრანო ბარბარა ჰანიგანი Polar Music Prize-ით დაჯილდოვდნენ. შვედური მუსიკალური ჯილდო არტისტებს თავად შვედეთის მეფემ კარლ XVI გუსტავმა სტოკჰოლმში გამართულ ცერემონიაზე გადასცა. 

500-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი აუდიტორია, რომელთა შორისაც იყვნენ შვედეთის სამეფო ოჯახი, მოწვეული მუსიკოსები და ლაურეატების მეგობრები და ოჯახის წევრები, 6-საათიანი ღონისძიების განმავლობაში არაერთხელ წამოდგა ფეხზე, რადგან თითოეულმა ლაურეატმა ძალიან ემოციური სიტყვა წარმოთქვა. 

ჰანიგანმა მადლობა გადაუხადა თავის მენტორებს და განსაკუთრებულად აღნიშნა მისი ტყუპისცალი ძმა ბრაიანი. ჰენკოკმა მთელი კარიერული გზის განმავლობაში მამის მხარდაჭერაზე ისაუბრა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მამას სურდა, მისი ვაჟი ინჟინერი გამოსულიყო. ბრაიან მეიმაც ყურადღება მამაზე გაამახვილა, რომელიც მას  Red Special-ის ელექტრო გიტარის (ცნობილი, როგორც Old Lady) შექმნაში დაეხმარა. აღნიშნული გიტარა მუსიკოსს დღემდე აქვს. 

ღონისძიება სამეფო ცერემონიით დაიწყო, რომელსაც მეფესთან ერთად სამეფო ოჯახის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. ცერემონიის შემდეგ კი ბანკეტი გაიმართა, სადაც შვედმა და საერთაშორისო მუსიკოსებმა ლაურეატების პატივსაცემად მათი დაწერილი ან მათ მიერ შესრულებული ნაწარმოებები შეასრულეს. 

ჯაზმუსიკოსმა ესპერანზა სპალდინგმა და პიანისტმა რობერტ გლასპერმა დიდი ოვაციები დაიმსახურეს ჰენკოკის კომპოზიციის, Trust Me-ს შესრულებისთვის, რის შემდეგაც ასევე ჰენკოკის Watermelon Man დაუკრეს. სპალდინგმა არგენტინელ პიანისტ ლეო ჯენოვეზესთან ერთად ჯონი მიტჩელის Both Sides Now-ც შეასრულა, ჰენკოკის 2007 წლის ალბომის River: The Joni Letters-ის პატივსაცემად. ალბომმა, რომელიც სწორედ მიტჩელს ეძღვნება, 2008 წელს წლის ალბომის ნომინაციაში გრემი დაიმსახურა. 

მსგავსი ოვაციები გამოხატა მაყურებელმა ადამ ლამბერტის მიერ Queen-ის Who Wants to Live Forever-ისა და Another One Bites the Dust-ის შესრულების შემდეგაც. 

ყველაზე დიდი მოწონება კი Sweden’s Ghost-მა დაიმსახურა, რომელიც ახლახან Billboard 200-ის ლიდერი გახდა ალბომით Skeletá. სოლისტმა ტობიას ფორჯმა, გიტარისტ ფრედრიკ აკესონსა და ერიკ ერიკსონის გუნდთან ერთად, „ბოჰემური რაფსოდიის” ა-კაპელა ვერსია იმღერა.

ღონისძიების ბოლოს სიტყვით გამოვიდა დაჯილდოების მენეჯერი და დამფუძნებლის ქალიშვილი მერი ლედინი.

„მოდი, დავიწყებ Queen-ით. ეს ბენდი ნამდვილად როკის მეფეა! როგორც მათი დიდი ფანი, იღბლიანი ვარ, რომ რამდენჯერმე მაქვს მოსმენილი მათი კონცერტები აქ, სტოკჰოლმში. მათ მასწავლეს, რომ მუსიკა შეიძლება იყოს გამბედავი, დრამატული, მომხიბვლელი და სახალისო.

ჰერბი ჰენკოკი ნამდვილი მუსიკალური პიონერი და ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკოსია. მან გვასწავლა, რომ მუსიკას შეუძლია ჩვენი გამოწვევა ინტელექტუალურად ისევე, როგორც ჩვენი სულის გამდიდრება. ჰერბის დამსახურებულად ეკუთვნის ყველა ჟანრის მუსიკოსების აღიარება. 

ბარბარა ჰანიგანი საოცარი სოპრანო და დირიჟორია, ასევე თანამედროვე მუსიკის გულმხურვალე დამცველი. ავანგარდული ექსპერიმენტებით ის ამტკიცებს, რომ კლასიკური მუსიკა წარსულში კი არ ცხოვრობს, არამედ თავადაა ხელოვნების ცოცხალი ფორმა.”

ღონისძიებას ესწრებოდნენ წინა წლების ლაურეატებიც: მაქს მარტინი (2016), ან-სოფი მატერი (2019) და ნილ როჯერსი (2024).

The Polar Music Prize პირველად 1992 წელს პოლ მაკარტნისა და Baltic States-ს გადაეცა. მას შემდეგ ჯილდოს პრესტიჟულობა გაიზარდა და მთელი მსოფლიოს არტისტები მოიცვა, რომელთა შორისაც არიან: ელტონ ჯონი, ენიო მორიკონე, Metallica, Led Zeppelin, ბიორკი, პატი სმითი, იგი პოპი, სტივი უანდერი, პინკ ფლოიდი და სხვები.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კენდრიკ ლამარმა Rhythmic Airplay-ს რე კორდულ მაჩვენებელს მიაღწია – მისი ჰიტი Peekaboo გახდა ალბომ GNX-ის მეოთხე ტრეკი, რომელმაც ჩარტის პირველი ადგილი დაიკავა

შემდეგი სტატია

ტომ იორკმა Apple TV+-ის სერიალისთვის შექმნილი სიმღერა გამოსცა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

მერი ჯეი ბლაიჯის თქმით, მისი და Jay-Z-ის ერთობლივი ნამუშევარი წარსულში მათი ნების საწინააღმდეგოდ გავრცელდა

ბლაიჯი არ გამორიცხავს, რომ წლების შემდეგ ეს კოლაბორაცია მაინც გამოქვეყნდეს.
მეტი
Doechii - Billboard-ის Greatest Pop Stars-სთვის

Billboard-ის 2025 წლის საუკეთესო პოპარტისტები: N9 – Doechii

წლის საუკეთესო ვარსკვლავის ტიტულისთვის შერჩეული კანდიდატი 2025 წელს გახდა ცნობილი, Doechii ამ წელს სრული მასშტაბით გამოჩნდა სცენაზე და მთელი პოპსამყაროს ყურადღება მიიპყრო.
მეტი

ჰარის ჰაუსიდან ჰარის დისკომდე: ჰარი სტაილსი ახალი სიმღერითა და ალბომით ბრუნდება

Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში კეიტი და კითი განიხილავენ, თუ რას უნდა ველოდოთ სტაილსის მეოთხე ალბომისგან Kiss All the Time. Disco, Occasionally.
მეტი

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი