კენდრიკ ლამარმა Rhythmic Airplay-ს რე კორდულ მაჩვენებელს მიაღწია – მისი ჰიტი Peekaboo გახდა ალბომ GNX-ის მეოთხე ტრეკი, რომელმაც ჩარტის პირველი ადგილი დაიკავა

ჩარტის 32-წლიანი ისტორიის განმავლობაში სწორედ ამ სამი ალბომის ყველაზე მეტი ჰიტი მოხვდა პირველ ადგილზე.
კენდრიკ ლამარი
Dave Free

კენდრიკ ლამარმა GNX-ის ეპოქას კიდევ ერთო წარმატება შემატა – მისი ნამუშევარი იქცა მესამე ალბომად, რომელიც Billboard-ის Rhythmic Airplay ჩარტის პირველ ადგილზე ოთხი ჰიტით მოხვდა. ამ შედეგს ალბომმა 31 მაისით დათარიღებულ ჩარტში მიაღწია, როცა  Peekaboo-მ მეოთხე ადგილიდან პირველზე გადაინაცვლა. ამ შედეგით GNX გაუთანაბრდა ისეთ ალბომებს, როგორებიც არის Doja Cat-ის Planet Her და SZA-ს SOS.  ჩარტის 32-წლიანი ისტორიის განმავლობაში სწორედ ამ სამი ალბომის ყველაზე მეტი ჰიტი მოხვდა პირველ ადგილზე. 

Peekaboo 16-22 მაისის მონაკვეთში გახდა ყველაზე ხშირად გაშვებული სიმღერა აშშ-ის იმ რადიოსადგურებში, რომელთა მონაცემებსაც ეს ჩარტი ეყრდნობა. ტრეკის გაჟღერების სიხშირე წინა კვირასთან შედარებით 19%-ით არის გაზრდილი, რის გამოც ის კვირის „Greatest Gainer“-ის ტიტულის მფლობელი გახდა. ეს სტატუსი ენიჭება იმ სიმღერას, რომელსაც რადიოეთერებში გაშვების რაოდენობით ყველაზე დიდი ზრდა აქვს.

Peekaboo-მ ლიდერობა ჩამოართვა დრეიკის სიმღერას Nokia, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა. ლამარსა და დრეიკს შორის ასეთი მეტოქეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ დაპირისპირებას, რომელიც 2024 წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოპკულტურულ მოვლენად იქცა. Nokia ამჟამად მეორე ადგილს იკავებს. მისი  გაშვების მაჩვენებელი 8%-ით არის შემცირებული.

Peekaboo-ს წარმატებასთან ერთად  ლამარი Rhythmic Airplay ჩარტში მეთერთმეტედ იკავებს პირველ ადგილს. იხილეთ ლამარის ჰიტების სია, რომლებიც სხვადასხვა დროს Rhythmic Airplay-ს ჩარტის ლიდერად იქცა: 

Humble –  2017 წელი

Loyalty feat. Rihanna – 2017 წელი

Love. feat. Zacari –  2017 წელი

Pray for Me feat. The Weeknd – 2018 წელი

Like That feat. Future, Metro Boomin – 2024 წელი

Not Like Us – 2024 წელი

Squabble Up – 2025 წელი

TV Off feat. Lefty Gunplay – 2025 წელი

Luther feat. SZA – 2025 წელი

30 for 30 feat. SZA – 2025 წელი

Peekaboo feat. AzChike – 2025 წელი

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

50 Cent ეხმიანება Diddy-ს ყოფილი ასისტენტის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც შონ კომბსს რეპერთან პრობლემა ჰქონდა

შემდეგი სტატია

რა მოხდა შვედეთის სამეფო ღონისძიებაზე, სადაც ჰერბი ჰენკოკი, ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი დააჯილდოვეს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი