გავრცელებული ინფორმაციით, კრის მარტინი და დაკოტა ჯონსონი დაშორდნენ

მარტინმა და ჯონსონმა ურთიერთობა 2017 წელს დაიწყეს.
კრის მარტინი და დაკოტა ჯონსონი
Bryan Steffy/Getty Images; Stephane Cardinale – Corbis/Corbis via Getty Images

კრის მარტინი და დაკოტა ჯონსონი რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს – ამის შესახებ ჟურნალი People იუწყება. გამოცემის ცნობით, Coldplay-ს 48 წლის ფრონტმენისა და 35 წლის მსახიობის ურთიერთობა სულ ახლახან დასრულდა. ეს ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც წყვილი მაისის შუა რიცხვებში ერთად დააფიქსირეს მალიბუში – ქალაქში, სადაც ისინი 2021 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ.

Billboard-მა კომენტარისთვის მარტინისა და ჯონსონის წარმომადგენლებს მიმართა.

წყვილის ურთიერთობა 2017 წელს დაიწყო. 2024 წელს People-მა დაწერა, რომ ისინი უკვე წლებია, საიდუმლოდ დანიშნული არიან, თუმცა დაქორწინებას არ ჩქარობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები ურთიერთობას საჯარო სივრცისგან მაქსიმალურად დისტანცირებულად ტოვებდნენ, წლების განმავლობაში საზოგადოებას რამდენიმე წუთით მაინც გაუზიარეს თავიანთი რომანტიკული მომენტები. 2022 წლის იანვარში მარტინი მოულოდნელად გამოჩნდა ჯონსონის Zoom-ის შეხვედრაზე, როდესაც მსახიობი ფილმ Cha Cha Real Smooth-ის კამპანიაში იყო ჩართული. ამ შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე კი, Coldplay-ის ლონდონში გამართულ კონცერტზე, მარტინმა ჯონსონს სცენიდან საჯაროდ მიმართა და სიმღერა მიუძღვნა. 

„ეს სიმღერა ჩემს სამყაროზეა. და ის აქ არის,“ – თქვა მომღერალმა, როდესაც დარბაზში ჯონსონისკენ მიანიშნა, შემდეგ კი Coldplay-სა და BTS-ის ჰიტი  – My Universe შეასრულა, რომელიც Billboard Hot 100-ის ლიდერო იყო. 

„ჩვენ უკვე დიდი ხანია, ერთად ვართ. ხანდახან გარეთაც გავდივართ, მაგრამ ორივე იმდენად ვართ ჩაფლული სამუშაოში, რომ სახლში ყოფნა, სიმყუდროვე და პირადი სივრცე ბევრად უფრო გვანიჭებს სიამოვნებას,“ – უთხრა ჯონსონმა Elle UK-ს 2021 წლის დეკემბერში. 

მანამ, სანამ კრის მარტინი დაკოტა ჯონსონთან დაიწყებდა ურთიერთობას, 2003-2014 წლებში გუინეტ პელტროუზე იყო დაქორწინებული. მათ ორი შვილი ჰყავთ – 21 წლის ეიფლი და 19 წლის მოსესი. მათ შესახებ ჯონსონმა 2024 წელს Bustle-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვები მთელი გულით უყვარს. 

თავად ჯონსონს წარსულში ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ჯორდან მასტერსონთან და მუსიკოს მეთიუ ჰიტთან. 

მარტინისა და ჰოლივუდის ვარსკვლავის დაშორების ამბავი Coldplay-ს მასშტაბური Music of the Spheres-ის ტურნეს პარალელურად გავრცელდა. ტურნე აპრილში Top Tours ჩარტის სათავეში მოხვდა. Billboard Boxscore-ის ინფორმაციით, აზიაში გამართულ შოუებზე 502 000 ბილეთი გაიყიდა და ჯგუფს 67.4 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა. Coldplay-ს ბოლო ალბომი Moon Music 2024 წლის ოქტომბერში გამოვიდა და Billboard 200-ის პირველი ადგილი დაიკავა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ 2025 წელს გამოსული და დაგეგმილი ალბომების კალენდარი

შემდეგი სტატია

Billboard Georgia-მ ახალი სეზონი გახსნა – Republic-ის სცენაზე MonoNeon წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი