საბრინა კარპენტერმა ახალი სინგლი Manchild გამოუშვა

კარპენტერის ახალ სიმღერას დიდი შანსი აქვს, პოპვარსკვლავისთვის ზაფხულის კიდევ ერთ ჰიტად იქცეს.
საბრინა კარპენტერი
საბრინა კარპენტერი

მას შემდეგ, რაც საბრინა კარპენტერის ჰიტებმა Espresso, Please Please Please და Taste  ჩარტებში დიდი წარმატება მოიპოვა,  6 ივნისს მომღერალმა ახალი ჰიტი Manchild  გამოუშვა. სიმღერას ირონიულ-სატირული ტექსტი აქვს. რამდენიმე დღით ადრე ქუჩებში სიმღერის თიზერ ბანერები გამოჩნდა, წარწერით – Hey men! და „ვფიცავ, ისინი მირჩევენ, მე არ ვირჩევ მათ.“

„ეს შენზეა!!“  – დაწერა გრემის მფლობელმა არტისტმა ინსტაგრამზე 4 ივნისს და სიმღერის გამოსვლა დააანონსა. 

მისივე თქმით, Manchild-ს ვიდეოკლიპიც მოჰყვება.

ახალი სიმღერა საბრინა კარპენტერის დიდი მიღწევებით სავსე წლის გაგრძელებაა, – გასული ზაფხულის ჰიტი Espresso არტისტის  კარიერაში ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად იქცა. თებერვალში მან  Short n’ Sweet-ის დელუქს ვერსია გამოსცა, სადაც შედის ტრეკები: 15 Minutes, Couldn’t Make It Any Harder, Busy Woman და Bad Reviews. ალბომი Billboard 200-ზე პირველ ადგილს ოთხი კვირის განმავლობაში იკავებდა.

კარპენტერმა Short n’ Sweet ალბომის მხარდასაჭერი ტურნე შარშან, სექტემბერში, ჩრდილოეთ ამერიკაში დაიწყო. გაზაფხულზე მომღერალმა ევროპაშიც გამართა რამდენიმე კონცერტი, ტურნე კი ივლისში ლონდონის ჰაიდ პარკში დაგეგმილი ორი გამოსვლით გაგრძელდება.

მოისმინეთ საბრინა კარპენტერის ახალი სიმღერა  Manchild:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

საქველმოქმედო პროექტ „ომის დღიურების“  ფარგლებში ვაშინგტონში გამართული პრემიერა  Sophie Villy-მ აკაპელას შესრულებით გახსნა

შემდეგი სტატია

„შორენა, ნათია, მზია” – სტეფანე ახალ ჰიტს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი