„შორენა, ნათია, მზია” – სტეფანე ახალ ჰიტს აქვეყნებს

მარტივი და დასამახსოვრებელი სიმღერა მოსმენისთანავე შეგიქმნით კარგ განწყობას და დიდი ხნით აგეკვიატებათ.

სტეფანემ ახალი სიმღერა გამოსცა, სახელწოდებით „შორენა, ნათია, მზია”. მარტივი და დასამახსოვრებელი მელოდია და ტექსტი მოსმენისთანავე შეგიქმნით კარგ განწყობას და დიდი ხნით აგეკვიატებათ. 

მუსიკა თავად მომღერალს ეკუთვნის. ტექსტის ავტორი ნიქო გორგილაძეა, რომლისთვისაც, როგორც თავად ამბობს, ეს სიმღერისთვის შექმნილი სადებიუტო ნამუშევარია. სიმღერაში ინტეგრირებულია ერთ-ერთი მთავარი გმირის, მზიას ლექსიც, რომელსაც თიკო სადუნიშვილი კითხულობს.  

ვიდეოკლიპის ავტორი Mechanical Rainbow-ს წევრი დადუ დონაძეა. კლიპი სწორედ ჯგუფისთვის დამახასიათებელ ესთეტიკას ატარებს. გამოსვლიდან ერთ დღეში „შორენა, ნათია, მზიას” იუთუბზე 10 000-მდე ნახვა აქვს. სტეფანეს სხვა ნამუშევრების მსგავსად, სიმღერა უკვე იქცა ჰიტად და სრულად მოიცვა სოციალური ქსელები. 

გუშინვე კორძიმ სტეფანესა და Mechanical Rainbow-სთან ერთად კიდევ ერთი ახალი სიმღერა დააანონსა – „მახსოვს”, რომელიც 11 ივნისს გამოვა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

საბრინა კარპენტერი

საბრინა კარპენტერმა ახალი სინგლი Manchild გამოუშვა

შემდეგი სტატია

მერაია ქერი 2024 წლის 19 ნოემბერი, საშობაო ღონისძიება ჰიუსტონში ტოიოტა ცენტრში: ფოტო: კარენ უარენი / Getty Images

მრავალწლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ მერაია ქერი სიმღერით Type Dangerous ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი